ულამაზესი სოფელი და კომუნა იტალიაში

იტალიაში, ამალფის სანაპიროზე მდებარეობს სოფელი და კომუნა - პოზიტანო. შუა საუკუნეებში პოზიტანო ამალფის რესპუბლიკის პორტი იყო. XX საუკუნის პირველ ნახევარში პოზიტანო მეთევზეთა ღარიბი სოფელი იყო. თუმცა, 1950-იანი წლებიდან მან დიდი რაოდენობით ტურისტის მიზიდვა დაიწყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1953 წლის მაისში, ჯონ სტაინბეკმა ამერიკულ მოდის ჟურნალ Harper's Bazaar-ში პოზიტანოს შესახებ ესსე გამოაქვეყნა. „პოზიტანო სიღრმეში ცურდება“ - წერდა სტაინბეკი. „ეს ზღაპრული ადგილია, რომელიც არარეალური გეჩვენება როდესაც აქ ხარ, მაგრამ წასვლის შემდეგ ხვდები, რომ ის მართლა არსებობს“.

პოზიტანოში მდებარეობს სანტა-მარია-ასუნტის ეკლესია, რომლის გუმბათიც მაიოლიკის კრამიტითაა გადახურული. აქ ინახება XIII საუკუნის ბიზანტიური ხატი შავი მადონა. ადგილობრივი თქმულების თანახმად, ეს ხატი მეკობრეებმა ბიზანტიუმიდან მოიპარეს და ხმელთაშუა ზღვით მოჰქონდათ. პოზიტანოს სიახლოვეს საშინელი შტორმი ამოვარდა და შეშინებულმა მეზღვაურებმა გაიგონეს ხმა, რომელიც ამბობდა: „Posa, posa!“ (დაბლა, დაბლა). სასწაულებრივი ხატი გემიდან გადაიტანეს და მეთევზეთა სოფელში დააბრძანეს, ამის შემდეგ შტორმიც ჩადგა.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: