ურანი ერთადერთი პლანეტაა რომლის სახელიც ბერძნული მითოლოოგიდან მოდის

ურანი ერთადერთი პლანეტაა, რომლის სახელიც ბერძნული მითოლოოგიდან მოდის და არა რომაულიდან, განსხვავებით სხვა პლანეტებისა. მას ცის ბერძენი ღმერთის ლათინური ვერსიის, ურანის სახელი ჰქვია. სხვა გიგანტი პლანეტების მსგავსად, ურანსაც აქვს რგოლების სისტემა, მაგნიტოსფერო და რამდენიმე თანამგზავრი. ურანისეულ სისტემას ამ პლანეტათა შორის უნიკალური კონფიგურაცია აქვს, რადგან მისი ბრუნვის ღერძი თითქმის „მხარზეა წამოწოლილი“.

იგი  მზიდან, დაშორების მიხედვით, მეშვიდე პლანეტაა, რადიუსით მესამე, ხოლო მასით მეოთხეა მზის სისტემაში. 1781 წლის 13 მარტს სერ უილიამ ჰერშელმა ურანის აღმოჩენა გამოაცხადა და პირველად ისტორიაში მზის სისტემის საზღვრები გააფართოვა. ურანი ასევე პირველი პლანეტა იყო, რომელიც ტელესკოპით იქნა აღმოჩენილი.

ურანი მზის გარშემო ერთ სრულ ბრუნს 84 წელიწადს ანდომებს. მზიდან მისი საშუალო მანძილი დაახლოებით 3 მილიარდი კილომეტრია.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: