უძველესი ეროვნული პარკი ხორვატიაში

ხორვატიაში მდებარეობს უძველესი ეროვნული პარკი, რომელიც პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკის სახელით არის ცნობილი. იგი უძველესი ეროვნული პარკია სამხრეთ ევროპაში და უდიდესი ხორვატიაში. 

ეროვნული პარკი მსოფლიოში ცნობილია მისი ჩამწკრივებული ტბათა კასკადებით. ბოლო დროს, მათი რიცხვი 16-ს შეადგენს. ტბების წარმოქმნის მიზეზი რამდენიმე პატარა მდინარისა და მიწისქვეშა კარსტული მდინარეების შერწყმაა. ყველა ტბა ერთმანეთთან დაკავშირებულია და მიმდინარეობს წყლის გაცვლა. ერთმანეთისგან მათ ყოფს ტრავერტინის ბუნებრივი დამბები, რომლებიც ხავსების, წყალმცენარეებისა და ბაქტერიების მოქმებდეის შედეგადაა წარმოქმნილი. ტრავერტინის ბარიერები, ყოველწლიურად 1 სმ-ით იზრდება სისქეში.

ტბები განთქმულია მათი განსხვავებული ფერებით, რომლებიც ცისფერიდან მწვანეში, ნაცრისფერში ან ლურჯში გადადის. ფერთა ცვალებადობა მუდმივადაა დამოკიდებული წყალში მინერალთა შემცველობის ზომაზე, ასევე იქ არსებულ ორგანიზმებსა და მზის სინათლის დაცემის კუთხეზე.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: