უძველესი უნივერსალური ენციკლოპედია მსოფლიოში

ბრიტანიკა - ბრიტანული ენციკლოპედია გახლავთ ერთ-ერთი უძველესი უნივერსალური ენციკლოპედია მსოფლიოში. იგი პირველად გამოიცა 1768-1771 წლებში ედინბურგში, როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების ლექსიკონი. მას შემდეგ ბრიტანიკამ მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი საერთო ენციკლოპედიის სახელი მოიხვეჭა და დღესაც ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საცნობარო წიგნად ინგლისურ ენაზე. მას გამოსცემს ამავე სახელწოდების კერძო კორპორაცია.

გვიანი XVIII საუკუნიდან ადრეულ XX-მდე ბრიტანიკის სტატიები საყოველთაოდ ითვლებოდა, როგორც უპირველესი ავტორიტეტი ნებისმიერ საკითხზე და ხშირად მას წყაროდ იყენებდნენ ახალ კვლევასა თუ თეორიაში, რომელიც სამეცნიორო აუდიენციისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამ პერიოდში შეიძინა ბრიტანიკამ უდიდესი რეპუტაცია და უნიკალური პოზიცია დაიჭირა ინგლისურენოვან კულტურაში.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: