ფილოსოფიური ქვა, სიბრძნის ქვა, ფილოსოფოსთა ელექსირი

ფილოსოფიური ქვა, სიბრძნის ქვა, ფილოსოფოსთა ელექსირი - ნივთიერება, რომელსაც უნარი აქვს მაგიურად გარდაქმნას არაკეთილშობილი ლითონები ოქროდ და ვერცხლად, განკურნოს ადამიანი ყოველგვარი ავადმყოფობისაგან, დაუბრუნოს მას ახალგაზრდობა. მსგავსი რწმენა-წარმოდგენები გაბატონებული იყო IV საუკუნიდან XVI საუკუნემდე.

ფილოსოფიური ქვის მნახველთ ადეპტებს უწოდებდნენ, რომელთა შორის იყვნენ: მარია ებრაელი, კლეოპატრა ალქიმიკოსი, მედერა და ტაპხნუტია. ეზოთერიულად ქვა იყო ტრანსმუტაციის სიმბოლო ადამიანის უმდაბლეს ცხოველურ და უმაღლეს, საღვთო ბუნებას შორის. ჭეშმარიტი ალქიმიკოსები არ ცდილობდნენ ოქროს მიღებას, იგი ხელსაწყო იყო მხოლოდ და არა მიზანი. აზრი მათთვის თვით ფილოსოფიური ქვა იყო.

დღეს ქიმიურ ელემენტთა გარდაქმნის შესაძლებლობა მეცნიერულადაა დასაბუთებული. ტერმინი „ფილოსოფიური ქვა“ ხშირად იხმარება გადატანითი მნიშვნელობით: ზოგ შემთხვევაში როგორც რაღაც არარსებულის ძიების სიმბოლო, ზოგ შემთხვევაში კი - როგორც მთავარი საშუალება სასურველი შედეგის მისაღწევად.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: