ფრანგული სალათი ნისუაზი

ნისუაზი გახლავთ ფრანგული სალათი. ძირითადი ინგრედიენტები: ფურცლები, თინუსი, პომიდორი, მოხარშული კვერცხი და ზეთისხილი. ასევე, მას მწვანე ლობიოს რამდენიმე ნაჭერ მოხარშულ კარტოფილს, ცოცხალ წითელ ხახვსაც ამატებენ.


ინგრედიენტები:

  1. სალათის ფურცლები
  2. მარინირებული თინუსი - 100გრ
  3. წითელი ხახვი - 1 ან 2 პატარა თავი 
  4. მოხარშული კვერცხი -  1-2ც
  5. მოხარშული კარტოფილი - 1-2ც
  6. მწვანე ლობიო (ბეიბი ლობიო) – რამდენიმე ცალი
  7. პომიდორი – წიტელი 1-2ც
  8. ზეთისხილი – რამდენიმე ცალი
  9. ცოტა მარილი
  10. შავი პილპილი
  11. ზეითუნის ზეთი
  12. ლიმონის წვენი (ან ძმარი) – დრესინგისთვის

მომზადება:

ცოცხალ ბოსტნეული რიგრიგობით დავაწყობ დიდ სასალათე თეფშზე, კვერცხი დავჭრათ ოთხად, მოხარშული კარტოფილის ნაჭრები მაღალ ცეცხლზე მოვბრაწოთ და შემდეგ სალათაში დავამატოთ. ზემოდან მოვასხათ დრესინგი -ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და შავი პილპილის ნარევი. გემრიელად მიირთვით.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: