ქათამი ბრინჯით ირანულად

ინგრედიენტები:

ქათამი - 1კგ 

ხახვი - 2ც 

ნიორი - 2 კბილი 

ქათმის ბულიონი - 1 ჭიქა  

ბრინჯი - 2 ჭიქა

ცხვრის დუმა - 150გ 

ზეითუნის ზეთი  - 1ს.კ  

ქინძი და ოხრახუში - 1 კონა

ხმელი ქინძი - 0.5ჩ.კ 

ლიმონი - 2ც 

მარილი, ძირა და შავი პილპილი გემოვნებით

დაფნის - ფოთოლი 1-2ც


მომზადება:

ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსამდე. ხახვი, ნიორი და მწვანილი წვრილად დავჭრათ, დავფქვათ ხმელი ქინძი, რგოლებად დავჭრათ ლიმონი და ამოვაცალოთ თესლები. 3-4 ლიტრიანი ქოთნის ძირზე ჩავაწყოთ ჯერ ლიმონის ნაჭრები, შემდეგ ნიორი და მწვანილი. ზეთი, მარილი, პილპილი და დაფქული ქინძი ერთმანეთში ავურიოთ, ქათამს წავუსვათ შიგნიდან და გარედან, ჩავდოთ ქოთანში და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 90 წუთით. ქათმის მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე, მოვამზადოთ ბრინჯი: ცხვირს დუმა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ საშუალო ზომის ქოთანში, მაღალ ცეცხლზე დავდგათ და გავადნოთ, ხიწიწი ამოვიღოთ ქოთნიდან და ამ ცხიმში ჩავყაროთ ბრინჯი, 2 წუთის განმავლობაში ვურიოთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ დავასხათ 4 ჭიქა წყალი, გავუწყოთ მარილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და ძირა გემოვნებით, დავაფაროთ საფარებელი და 15 -20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. ქოთანი თავდახურილი დავტოვოთ 10 წუთით.ზემოდან კი მოვასხათ მისივე წვენი და მზად არის.


გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: