ქათამი გარგარითა და ბრინჯით

ინგრედიენტები:

ბრინჯი - 60გ
რბილი გარგარის ჩირი -  20გ
ნიორი - 1 კბილი  
მწვანე ხახვი - 3 ღერი
ქათმის ფილე - 250გ
ზეთი - 2ს.კ.
ვაშლის წვენი - 100მლ
სოიის სოუსი -  2ს.კ.
წვრილად დაკეპილი ქინძი - 4ს.კ.
დაღერღილი წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით.

მომზადება:

მოვხარშოთ ბრინჯი. დავჭრათ გარგარის ჩირი წვრილად. ნიორი დავკეპოთ. ხახვის თეთრი და ღია სალათისფერი ნაწილი თხლად დავჭრათ. ქათმის ფილე 1 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ და გაცხელებულ ზეთში შევბრაწოთ. მოვაყაროთ მარილი, ნიორი, გარგარი და ხახვი. მსუბუქად მოვშუშოთ. დავასხათ ვაშლის წვენი. დავუმატოთ გადაწურული ბრინჯი, სოიოს სოუსი, დაღერღილი წიწაკა, ქინძი და ამოვურიოთ.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: