ქათამი ინდურად

ინგრედიენტები:

საშუალო ზომის ქათამი - 1

ხახვი - 1-2 თავი

ნიორი - 2 კბილი

ნედლი ჯანჯაფილი - 2 სმ სიგრძის

მწიფე პამიდორი - 1  ან 1სკ ტომატპასტა

ზეთი - 2სკ

კარაქი - 2სკ

წყალი - 500მლ

კამის თესლი - 1სკ

დარიჩინი - 1 ღერი

მდოგვის მარცვალი - 1სკ

ილი - 5 მარცვალი

ყვითელი კოჭა - 2სკ

ძირა - 1სკ

ანისულის ვარსკვლავი - 0,5

ხმელი ქინძი - 0,5სკ

ცხარე წითელი წიწაკა - 1სკ

ლიმნის წვენი - 1/2

მარილიგემოვნებით

მომზადება:

დავანაწილოთ ქათამი. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ჯანჯაფილი თხელ ფენებად დავჭრათ ან გავხეხოთ. ზეთის ნახევარი და კარაქი გავაცხელოთ ტაფაზე, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი. როცა დარბილდება, დავაყაროთ სანელებლები და 1 წუთი ვშუშოთ. ცალკე ტაფაში ზეთში, მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ ქათამი და დავუმატოთ სანელებლებსა და ხახვს. შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი პამიდორი ან ტომატპასტა და ერთად ვშუშოთ. დავასხათ წყალი და როცა ადუღდება, 1 საათი თავდახურული დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. შიგადაშიგ ამოვურიოთ. ხორცი ისე უნდა დარბილდეს, რომ კოვზით იჭრებოდეს, წვენი კი უნდა შესქელდეს. კერძს დავაწუროთ ლიმონი. გარნირად უხდება ბრინჯი.

გემრიელად მიირთვით!

 


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: