ქათმის, ცხვრის ან ბატკნის ჩიხირთმა

ინგრედიენრები:

ქათამი ან ხორცი - 1კგ

ხახვი - 5 თავი

კვერცხი - 4-5 ცალი

ქინძი, დარიჩინი, ძმარი, მარილი - გემოვნებით

მომზადება: 

წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში. ჩავყაროთ შიგ გასუფთავებული, ნაჭრებად დაჭრილი ქათამი ან ბატკნის ხორცი და ხახვიანად ვხრაკოთ 10-15 წუთი. როცა ხორცი მოიხრაკება, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი კარგად დაიფაროს და ვადუღოთ, სანამ კარგად მოიხარშება. დავუმატოთ დანაყილი ქინძი, მარილი, დარიჩინი. კვერცხები გავთქვიფოთ, გავხსნათ ძმარში, ჩავასხათ უკვე მომზადებულ წვენში და ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. შეიძლება დავამატოთ ყვითელი ყვავილის ნაყენი (ცივ წყალში დაყენებული).

გემრიელდ მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: