ქათმის გუმბო

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე 500გრ 

მარილი - ნახევარი კოვზი 

ბრინჯის ღვინო - 2სკ 

ახლადგამოწურული ჯანჯაფილის წვენი  - 2სკ 

მუქი სოიოს სოუსი - 2სკ 

ჰოისინის სოუსი - 2სკ 

პომიდვრის წვენი - 3სკ 

სახამებელი  - 1ჩკ (სიმინდის)

წყალი - 3სკ

შაქარი - 1ჩკ 

ნიორი - 2 კბილი 

მწვანე ხახვი

ზეთი  - 4სკ

დაჭრილი ბოსტნეული - 1ჩჭ 

მოხალული მიწის თხილი - 1ჩჭ

მომზადება:

პატარა ნაჭრებად დაჭრილ ხორცს დავასხათ ჯანჯაფილის წვენი, ბრინჯის ღვინო, მარილი, შემდეგ მოვაყაროთ სახამებელი, აურიოთ ჩხირებით და გავაჩეროთ.

სოუსი: ცაკლე ჭურჭელში აურიოთ ჰოისინი, სოიოს სოუსი, წყალი, შაქარი, პომიდვრის წვენი. 

ვოკში ჩავასხათ ცოტა ზეთი, დაჭრილი ნიორი. ქათმის ნაჭრები შევწვათ სწრაფი მორევით, სანამ ფერს შეიცვლის და მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში.

გახურებულ ვოკში ჩავასხათ ზეთი და სწრაფად შევწვათ 1 ჭიქა დაჭრილი ბოსტნეული. დაახლოებით 3-4 წთ. დავამატოთ შემწვარი ქათმის ნაჭრები, სოუსი, მიწის თხილი და მსხვილად დაჭრილი მწვანე ხახვი.


გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: