ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში

ოლიმპის მთა გახლავთ ჩამქრალი ვულკანი მარსზე, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთაა. სახელი შერქმეულია ბერძნულ მითებში მოხსენიებული ოლიმპოს მთის მიხედვით, სადაც ცხოვრობდნენ ოლიმპოს ღმერთები.
კოსმოსური ხომალდების გაფრენამდე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ოლიმპი მთაა, ეს მთა ასტრონომებისთვის ცნობილი იყო როგორც „ოლიმპის თოვლი“.
 22 კილომეტრი სიმაღლისა და 624 კმ სიგანის მთა თითქმის სამჯერ მაღალია ევერესტზე და იმდენად განიერია, რომ მისი ძირის ფართობი არიზონის შტატის ან ბრიტანეთის კუნძულების მთელ ტერიტორიასაც გადააჭარბებდა. მის მწვერვალზე არსებული კრატერის სიგანე დაახლოებით 72 კილომეტრია, სიღრმე - 3 კილომეტრი. საკმაოდ დიდია - ადვილად გადაყლაპავდა ლონდონს. მისი წვერი ბრტყელია, როგორც წყლისგან დაცლილი ზღვის ვრცელი პლატო, არც ფერდობებია ციცაბო. მათი უმნიშვნელო, 1-დან 3 გრადუსამდე დახრილობა იმის მანიშნებელია, რომ მთაზე აძრომისას არც კი გაოფლიანდებით. ტრადიციულად, მთებს სიმაღლის მიხედვით ვზომავთ. სიდიდის მიხედვით რომ ვზომავდეთ, აზრი არ ექნებოდა მთლიან ქედში ერთი მთის დანარჩენებისგან გამოცალკევებას. ამ მიდგომით, ევერესტთან შედარებით ოლიმპი ჯუჯა იქნებოდა, რადგან ევერესტი არის ჰიმალაი - ყარაყორუმი - ჰინდუქუში - პამირის გიგანტური ქედის ნაწილი, რომლის სიგრძე თითქმის 2400 კილომეტრია.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: