შოკოლადის ნამცხვარი მსხლით

ინგრედიენტები:

ნაღების კარაქი - 150გ

კვერცხი - 2ც

უმაღლესი ხარისხის ფქვილი - 300გ

შოკოლადი - 100გ

მომჟავო მსხალი - 3ც

მიხაკი

დარიჩინი 

ვანილი

კეფირი

მომზადება: 

კარაქი, შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი, ვანილი, წვრილად დამტვრეული შოკოლადი, კეფირი და კარგად ავურიოთ.

180 გრადუსზე გაცხელებულ ფორმას დავაფინოთ კარაქწასმული ქაღალდი, დავასხათ ცომის ნაწილი, დავაყაროთ დაჭრილი მსხალი, მსხალს მოვასხათ ცოტა გამდნარი კარაქი, მოვაყაროთ მიხაკი და დარიჩინი, ვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში და უკვე გამომცხვარს მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: