შოკოლადის ტორტი გარგარის ჯემით

ინგრედიენტები: 

მწარე შოკოლადი - 150გ (ცომისთვის)

კერცხი - 6 ცალი 

მწიკვი მარილი

შაქარი - 200გ 

დარბილებული კარაქი - 120გ 

მწიკვი ვანილი

ფქვილი - 130გ 

გულსართისთვის – 200გ გარგარის ჯემი. 

ცოტა რძე და შოკოლადი – მინანქრისთვის.

მომზადება: 

ცომისთვის განკუთვნილი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ. 26 სმ. დიამეტრის ფორმას ცხიმი წავუსვათ. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა და მწიკვი მარილი კარგად ავთქვიფოთ, სანამ ბეზეს მასას არ მივიღებთ, დავუმატოთ ნახევარი შაქარი. კარაქი გათეთრებამდე ავთქვიფოთ,  ვამატოთ  დანარჩენი შაქარი და ვანილი. შევურიოთ კვერცხის გულები, სემდეგ დამდნარი შოკოლადი და ბოლოს – ფქვილი. ფქვილიან მასას შევატქვიფოთ გათქვეფილი ბეზეს მასა, გადავიტანოთ ფორმაში და 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელსი დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, სანამ ბისკვიტი ნაპირებზე ფორმას არ მოშორდება. მზა ბისკვიტი ცოტა ხნით ღუმელში დავტოვოთ, შემდეგ გამოვიღოთ და ბადეზე გავაგრილოთ. ტორტის ბისკვიტი სიბრტყეზე გავჭრათ და შუაში ჯემი წავუსვათ. შოკოლადი გავადნოთ რძესთან ერთად და მოვასხათ ნამცხვარს.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: