ჩიხირთმა

ინგრედიენტები:

ხახვი - 300გ

კვერცხი - 4 ცალი

კარაქი - 50გ

წყალი - 6ჩჭ

პურის ფქვილი - 1სკ

მწვანილი, ძმარი და მარილი - გემოვნებით

მომზადება:

ხახვი დავჭრათ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში და 30გ კარაქში კარგად მოვშუშოთ. დავასხათ ექვსი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩავდოთ ქინძი (კონად შეკრული) და ვადუღოთ 5-10 წუთი. დუღილის შემდეგ დავამატოთ ძმარში გახსნილი პურის ფქვილი და მარილი. შემდეგ ვადუღოთ კიდევ 20 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, თანდათანობით ჩავასხათ და კოვზით ვურიოთ ძმარში კარგად ათქვეფილი სამი-ოთხი ცალი კვერცხი. სუფრაზე მიტანის წინ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში და დავამატოთ ოცი გრამი კარაქი.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: