ცხვრის ხორცი კომშით

ინგრედიენტები:

ცხვრის ხორცი - 1კგ

კომში - 800გ

ხახვი - 3-4 თავი

ერბო - 2სფ

ქინძი - 2-3ძირი

მიხაკ-დარიჩინი, მარილი გემოვნებით

მომზადება:

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გავრეცხოთ, დავასხათ იმდენი ცხელი წყალი, რომ ხორცს კარგად მოადგეს, ვადუღოთ, მოვხადოთ ქაფი, ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ ერბოში ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ზევიდან დავაწყოთ თხლად დაჭრილი გათლილი კომში (კომში უნდა იყოს ტკბილი). ზედ დავასხათ ქვაბიდან ამოღებული წვენი და ვხარშოთ. როდესაც კომში და ხახვი მოიხარშება და ხორციც დარბილდება, ყველაფერი მოვათავსოთ ერთ ქვაბში. შევანელოთ და დავამატოთ მარილი, მიხაკდარიჩინი და  წვრილად დაჭრილი ქინძი.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: