ხახვის სუპი ფრანგულად

ინგრედიენტები: 

კარაქი - 60გ 

წვრილად დაჭრილი ხახვი - 3 თავი  

შაქარი - 1ჩ.კ 

ფქვილი - 1ს.კ  

წყალი - 600მლ 

მშრალი წითელი ღვინო - 120მლ 

ძროხის ხორცის ბულიონი - 300გ 

დაჭრილი შვეიცარიული ყველი - 240გ 

ფრანგული ბაგეტი - 1 ცალი

მომზადება: 

კარაქი გავადნოთ 4 ლიტრის მოცულობის ქვაბში, დავაყაროთ შაქარი და მოვურიოთ. დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვშუშოთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. დავუმატოთ ფქვილი და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. შემდეგ დავასხათ ბულიონი, ღვინო და წყალი. მივიყვანოთ ადუღებამდე, რის შემდეგაც ცეცხლს დავუწიოთ, დავახუროთ სახურავი და 10 წუთი ვხარშოთ. ბაგეტს მოვაჭრათ 2,5 სმ სისქის ოთხი ნაჭერი, წავუსვათ კარაქი და 165 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში დავბრაწოთ. დანარჩენი პური წვნიანთან ერთად ცალკე შეგვიძლია მივიტანოთ. წვნიანი ჩავასხათ 4 ცეცხლგამძლე ჯამში, ზედ დავადოთ გახუხული პური და ყველის ნაჭრები. ჯამები მოვათავსოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: