ხინკალი

ინგრედიენტები:

ძროხის ხორცი - 400გრ

ღორის ხორცი - 100გრ

ხახვი - 1 თავი

ოხრახუში - 1 კონა

ქინძი - 1 კონა

დაფქული შავი პილპილი

მარილი

ფქვილი

მომზადება:

ხორცი, ხახვი და მწვანილები საკეპ მანქანაში გავატაროთ, შევურიოთ იმდენი წყალი, რამდენსაც ხორცი შეიწოვს. მარილი და  პილპილი დავამატოთ გემოვნებით.

1 ლიტრ წყალში გავხსნათ მარილი, 1 ცალი კვერცხი და ფქვილი. ვზილოთ მანამ სანამ არ მივიღებთ მაგარ ცომს. ცომი გავაჩეროთ მცირე ხნით. შემდეგ გავაბრტყელოთ თხელ ფენად, დავჭრათ წრის ფორმის ხის საჭრელით. თითოეული ნაჭერი კიდევ გავაბრტყელოთ. გაბრტყელების დროს ცომს არ მოაყაროთ ზედმეტი ფქვილი და არც დიდხანს გააჩეროთ, რადგან გამოშრება და ვერ მოახვევთ.

ცომის თითოეულ წრეზე დავდოთ ერთი კოვზი ხორცის ნაზავი და მოვახვიოთ.  მოხვეული ხინკალი სათითაოდ ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში, ჩაყრას რომ დავასრულებთ ქვაბს ყურებში მოვკიდოთ ხელი და ვამოძრავოთ ფრთხილად, რათა ხინკალი არ მიეკრას ძირს. ხინკალი წყლის ზედაპირზე რომ ამოტივტივდება, ვადუღოთ 5-7 წუთი, შემდეგ ამოიღეთ ქაფქირით გაშლილ ლანგარზე, ისე რომ ერთმანეთზე არ დაალაგოთ.

ყურადღება მიაქციეთ! მოხვეულ ხინკალს დიდხანს ვერ გააჩერებთ. ხორცის წვენი დაარბილებს და დაიშლება, ამიტომ წყლის ადუღება და ხინკლის მოხვევა სინქრონულად უნდა მოხდეს.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: