ხორცის ტოლმა

ინგრედიენტები:

რბილი ხორცი - 1კგ

ბრინჯი - 0.5 ჩაის ჭიქა

ხახვი - 3 ან 4 თავი

კვერცხი - 2 ცალი

კომბოსტო - 1კგ

პამიდორი - 1კგ

მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით

მომზადება: 

ხორცის რბილი ნაჭერი ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ მარილი, პილპილი, უმი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი, გათქვეფილი კვერცხი და ერთად კარგად ავზილოთ.

კომბოსტოს თავი სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ, მოვაჭრათ მაგარი ნაწილები, ჩავდოთ ადუღებულ წყალში და 3-5 წუთის განმავლობაში გავთუთქოთ. შემდეგ თითოეულ კომბოსტოს ფოთოლში შევახვიოთ გამზადებული ხორცის გუფთები, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ ძვლებისაგან მიღებული ბულიონი ან ცოტა წყალი, დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული პამიდორი (ან ერთი ჭიქა ტომატი) და დავდგათ მოსახარშად. როცა მზად იქნება, ლანგარზე ამოვალაგოთ და ზედ თავისი ნახარში წვენი გადავასხათ.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: