ჰილიერის ტბა

ჰილიერის ტბა ეს არის მლაშე ტბა მიდლ-აილენდის ნაპირზე, დასავლეთი ავსტრალია. გამოირჩევა ვარდისფერი შეფერილობით. გრძელი და თხელი ნაპირი ტბას სამხრეთის ოკეანისგან გამოყოფს.

ჰილიერის ტბის სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია, ხოლო სიგანე – 250 მ. იგი გარშემორტყმულია ქვიშიანი სანაპიროებით და ევკალიპტის ტყით, რომელიც მას მიდლ-აილენდისგან გამოყოფს. ტბის ყველაზე გამორჩეული და აღსანიშნავი თვისება მისი შეფერილობაა. ჰილიერის ტბის ვარდისფერი ფერი სიცოცხლისუნარიანია და კონტეინერში მოთავსების შემდეგ ფერს არ იცვლის. ვარდისფერი შეფერილობის წყაროდ, ტბაში არსებული ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი მიკროორგანიზმი მლაშე დუნალიელა (Dunaliella salina) მიიჩნევა, რომლის პიგმენტიც წყალს ფერს უცვლის. იგი გამოყოფს მარილს, რათა შექმნას წითელი საღებავი, შესაბამისად, ფერი. არსებობს ვარაუდი, რომ ტბის ვარდისფერ შეფერილობას მარილის ქერქში არსებული ბაქტერიები ჰალოფილები იწვევენ. ჰილიერის ტბის სანაპირო ზოლი შედარებით ნათელი ფერისაა, ვინაიდან იგი დაფარულია მარილით.

მიუხედავად მარილის შემცველობის დონისა, ჰილიერის ტბაში ბანაობა უსაფრთხოა. თუმცა, ტბამდე მისასვლელი გზების რაოდენობა ძალზედ მწირია. ამასთანავე, ტბის იზოლირებას იწვევს ის ფაქტიც, რომ იგი ტყითაა გარშემორტყმული. მის დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალებაა საჰაერო ტრანსპორტი.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: