მოდური ვარცხნილობა თხელი და ურჩი თმისთვის

თხელი თმა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მისი მოვლა რთულია, დავარცხნა კი - უფრო რთული. მაგრამ ამ პრობლემების გადაწყვეტა იოლია, თუ სწორ ვარცხნილობას შეარჩევთ. 

მოგრძო "ბობ-კარე"

"ბობი" დამსახურებულად მიიჩნევა ყველა დროის ვარცხნილობად. უამრავი ვარიაციის წყალობით, ის ყველას უხდება, მიუხედავად ასაკისა, სახის ფორმისა და თმის სტრუქტურისა. 

"პიქსი"

უნივერსალური ვარცხნილობა, რომელიც მოცულობას ყველაზე თხელ თმასაც სძენს. "პიქსის" უამრავი ვარიაცია არსებობს და ყველა ის შესანიშნავად გამოიყურება. 

კრეატიული მოკლე ვარცხნილობა

თამამ და შემოქმედებით პიროვნებებს გაუმართლათ - თხელ თმაზე ასეთი ვარცხნილობა ძალიან ლამაზად გამოიყურება. უჩვეულო ეფექტები ასიმეტრიული სიგრძის სახით, ინდივიდუალურობას შეგძენთ.

გრადუირებული "კარე" წინამოთი

კიდევ ერთი უცვლელი ტრენდი - გრადუირებული "კარე". ასეთი ვარცხნილობა ქალურად და ნაზად გამოიყურება. ამასთან, თმას მოცულობას სძენს. ეს გახლავთ იდეალური საშუალება, მუდამ შესანიშნავად გამოიყურებოდე ზედმეტი დანახარჯის გარეშე. 


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: