1900 წელს ნაპოვნი მექანიკური მოწყობილობა

1900 წელს ბერძნულ კუნძულ ანტიკითერას სიახლოვეს ჩაძირულ უძველეს ხომალდზე იპოვეს მექანიკური მოწყობილობა, რომელსაც ანტიკითერას მექანიზმს უწოდებენ. იგი დაახლოებით ძვ. წ. 100-150 წლით თარიღდება.

რეკონსტრუქციის შედეგად დადგინდა, რომ ის გამოიყენებოდა ციური სხეულების მოძრაობის ტრაექტორიის გამოსათვლელად. მასში გამოიყენება დიფერენციალური გადამცემი, რომელიც, როგორც ადრე თვლიდნენ, XVI საუკუნეში იყო გამოგონილი. მინიატურიზაციის დონითა და სირთულით მას მხოლოდ XVIII საუკუნის საათები შეედრება. მექანიზმის ზომები დაახლოებით 33x18x10 სმ უნდა ყოფილიყო. იგი დღეს ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: