Amazon Go თანამედროვე მაღაზია

"Amazon Go" არის ახალი ტიპის მაღაზია, სადაც საჭირო არ არის სალაროსთან მისვლა და ნაღდი ფულით ან ბარათით გადახდა აუცილებელი, შესაბამისად არასდროს მოგიწევთ რიგში დგომა. იგი გახლავთ ყველაზე მოწინავე შოფინგ ტექნოლოგია მსოფლიოში. ამისთვის მხოლოდ აუცილებელია  Amazon Go აპლიკაცია, რომლის საშუალებით შედიხართ მაღაზიაში, იღებთ საჭირო პროდუქტს და ტოვებთ მაღაზიას. 

მოცემული ტექნოლოგია დიდი ხნის მუშაობის და გამოცდილების შედეგია. გამოიყენება მაღალი დონის კომპიუტერული ტექნოლოგიები და სენსორები. მაღაზიაში გარკვეული პროდუქტის აღების ან დაბრუნების შემთხვევაში სენსორების საშუალებით ხდება პროდუქტის იდენტიფიკაცია. როგორც ჩვეულებრივ ონლაინ მაღაზიებში ხდება, არჩეული პროდუქტები ვირტუალურ კალათაში ემატება. მაღაზიის დატოვების შემდეგ აღებული პროდუქტის ფასი ჩეკის სახით მოგივათ თქვენს აპლიკაციაში, რომლის შემდეგაც მოხდება ანგარიშსწორება. 

იხილეთ ვიდეო:



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: