Ping მსოფლიოში ყველაზე პატარა ჯიპიეს ნავიგატორი

ეს გახლავთ კუბის ფორმის პატარა, პორტატული მოწყობილობა, რომელიც შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ყველაფერზე რაც კი მოძრაობს და მისი საშუალებით აკონტროლოთ მოძრავი ობიექტის მდებარეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მისი ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ ფიზიკურად პატარაა, არ არის ძვირადღირებული და არ სჭირდება ელემენტების კვება ყოველდღე. ასევე, წყალგაუმტარია, აქვს SOS შეტყობინება. ელემენტის სრულად დატენვის შემდეგ იგი მუშაობს 3 თვის განმავლობაში.

ნავიგატორის გამოყენება ძალიან მარტივია. აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ იმ ობიექტის მდებარეობა, რომელსაც მიამაგრეთ ის. ეს შეიძლება იყოს, საყვარელი ცხოველი, თქვენი შვილი, ან მანქანა და ა.შ.
ფასი მერყეობს პაკეტების მიხედვით: $99-დან $3575-მდე.

იხილეთ სრული მახასიათებლები: Ping - The World’s Smallest Global GPS Locator

ვიდეო:


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: