TravelGIS ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი

TravelGIS გახლავთ ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი საქართველოში, რომელიც იკვლევს ტურისტულ რესურსებს, აპროექტებს ახალ ტურისტულ მარშრუტებს და ქმნის ცენტრალიზებულ გეომონაცემთა ბაზას, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის.

ცენტრმა შეიმუშავა ტურისტული მარშრუტების მობილური აპლიკაცია TravelGIS და ვებ-პორტალი www.travelgis.ge, რომელიც განუყოფელი ატრიბუტია მოგზაურობის მოყვარულთათვის. აპლიკაციაში საინტერესო ტურის არჩევის შემდეგ, ინტერაქტიულ რუკაზე ვირტუალურად გაივლით მარშრუტს და გაეცნობით მასზე არსებული ობიექტების გეოგრაფიულ, ფოტო და ტექსტურ ინფორმაციას. ინფორმაცია შეეხება ისეთ დეტალებს, როგორიცაა გზების მდგომარეობა, გზად მოსანახულებელი კულტურული მემკვიდრეობა, ბუნების ძეგლები, მუზეუმები, საკემპინგე/საპიკნიკე ადგილები, ღამისგასათევი, კვების ობიექტები, სანახაობები და სხვ.

2015 წელს TravelGIS გახდა ტურიზმის ინდუსტრიაში პირველი ეროვნული დაჯილდოების კონკურსში გამარჯვებული ნომინაციაში "ვიზიტორებისათვის ინფორმაციისა და სერვისების საუკეთესო მიმწოდებელი".

ვებგვერდი: Travelgis


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: