რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საზოგადოება

ავგუსტ ლანდმესერი / ერთადერთი, ვინც „ჰაილ“ არ დაიძახა

ავგუსტ ლანდმესერი / ერთადერთი, ვინც „ჰაილ“ არ დაიძახა / ნაცისტური გერმანია

ის ერთადერთი იყო , ვინც „ჰაილ“ არ დაიძახა. ნაცისტური გერმანია, 1938 წ. ივნისი.

1934 წელს ეროვნებით გერმანელ ავგუსტ ლენდმესერს შეუყვარდა და დაქორწინდა ირმა ეკლერზე, ეროვნებით ებრაელ ქალზე.

ავგუსტ ლანდმესერი და ირმა ეკლერი

ეს ოჯახის პირველი და ერთადერთი ფოტოა, 1938 წლის ივნისი. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის შეხვედრა აკრძალული იყო, ისინი ერთად გამოჩნდნენ საზოგადოებაში და განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებდნენ თავს.

ავგუსტ ლანდმესერი – 1931წლიდან ნაცისტური პარტიის წვრი. 1934 წელს გაიცნო და შეუყვარდა ირმა ეკლერი, ეროვნებით ებრაელი, ირმა ეკლერზე დაქორწინების შემდეგ ავგუსტ ლანდმესერი გარიცხეს პარტიიდან, ხოლო ქორწინება არ დაარეგისტრირეს გერმანიის, ნიურნბერგის ახალი რასობრივი კანონის შესაბამისად.

იმავე წლის ოქტომბერში ავგუსტს და ირმას შეეძინათ გოგონა, ინგრიდი, ხოლო ორი წლის შემდეგ, 1937 წელს, ოჯახმა წარუმატებელად სცადა გაქცეულიყო დანიაში. ისინი საზღვარზე დააკავეს. ავგუსტი დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს ნაცისტური რასობრივი კანონის თანახმად “რასის შეურაცხყოფა”. ავგუსტი ამტკიცებდა, რომ არც მან და არც ეკლერმა არ იცოდნენ, რომ ის სრულიად ებრაელი იყო და 1938 წლის 27 მაისს გაამართლეს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, გაფრთხილებით, რომ დანაშაულის განმეორება გამოიწვევს მრავალწლიან პატიმრობას.

წყვილმა საჯაროდ გააგრძელა ურთიერთობა და ერთი თვის შემდეგ ავგუსტ ლანდმესერს კვლავ დააპატიმრებდნენ და საკონცენტრაციო ბანაკში ორი წლით გაამწესებენ. საყვარელ ცოლს ვეღარასდროს ნახავს. ეკლერი დააკავა გესტაპომ და ციხე Fuhlsbüttel გაამწესეს., სადაც შეეძინა მეორე ქალიშვილი ირინე. მათი შვილები ქალაქის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. მოგვიანებით ინგრიდს დედის ბებიასთან ცხოვრების უფლება მიეცა.

ეკლერი გადაიყვანეს ე.წ. ბერნბურგის ევთანაზიის ცენტრში, სადაც 1942 წლის თებერვლამდე იცოცხლა. ის სავარაუდოდ 14000 მოკლულს შორის იყო ომის შემდგომ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად. 1949 წელს ის ოფიციალურად გარდაცვლილად გამოცხადდა.

ავგუსტი 1941 წელს გაათავისუფლეს და დაიწყო მუშაობა. ორი წლის შემდეგ ლანდმესერი ქვეით ჯარში გაიწვიეს და მსახურობდა ხორვატიაში. სადაც ვარაუდობენ, რომ ის გარდაიცვალა ექვსი თვით ადრე, სანამ გერმანია ოფიციალურად დანებდებოდა. მისი ცხედარი ვერ იპოვეს. ეკლერის მსგავსად, იგი კანონიერად გარდაცვლილად გამოცხადდა 1949 წელს.

1951 წელს ჰამბურგის სასამართლომ დაადასტურა ავგუსტ ლანდმესერისა და ირმა ეკლერის ქორწინება. მათმა ქალიშვილებმა მშობლების გვარები მიიღეს, ინგრიდმა მამის, ირინემ – დედის გვარი.

1996 წელს ირინე ეკლერმა გამოაქვეყნა წიგნი ,,მეურვეობის დოკუმენტები, 1935–1958: ოჯახის დევნა „რასის შეურაცხყოფისთვის“. ეს წიგნი მისი ოჯახის ისტორიის შესახებ შეიცავს დიდი რაოდენობით იმ ეპოქის ორიგინალურ დოკუმენტებს, მათ შორის დედის წერილებს და სახელმწიფო ინსტიტუტების დოკუმენტებს.

ავგუსტ ლანდმესერის ფოტო, რომელშიც უარს იტყვის „ზიგ ჰაილზე“, პირველად გამოქვეყნდა 1991 წლის 22 მარტს Die Zeit– ში.

წყარო: A lone man refusing to do the Nazi salute, 1936

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა