რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო საინტერესო

ბანაუს ბრინჯის ტერასები: ფილიპინები

ბანაუს ბრინჯის ტერასები, ფილიპინები

ფილიპინები, ლუსონის ჩრდილოეთ კუნძული: აქ იფუგაოს მთების ციცაბო ფერდობებზე ადამიანის ხელით შექმნილი ასობით სამოწათმოქმედო ტერასაა – ძველი მსოფლიოს უდიდესი სამშენებლო პროექტის თვალსაჩინო ნიმუში. ტერასები შორიდან მთაგრეხილში გაჭრილ გიგანტურ საფეხურებს ჰგავს. ტერასები 1500 მ სიმაღლეზე ადის და 10360 კმ2 ფართობს მოიცავს.

ტერასები 2000-3000 წლის წინ აშენდა და მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა გამუდმებით უვლიდა და უფრთხილდებოდა. პრიმიტიული ხელსაწყოებით იფუგაოელმა გლეხებმა მთის ფერდობზე დამცავი კედლები გაჭრეს და საფეხუროვანი ტერასები შექმნეს. ტერასები აღჭურვილია საარიგაციო სისტემით, რომლის მეშვეობით წყალი მწვერვალზე მდებარე ტროპიკული ტყის მდინარეებიდან მოედინებოდა. ბევრი ამ ტერასებს „მსოფლიოს მერვე საოცრებას“ უწოდებს. მის ასაშენებლად ისეთივე ძალისხმევა იქნებოდა საჭირო, როგორც გიზის პირამიდის აგებისას. თითოეულ ტერასას თუ ერთმანეთს შევუერთებთ, 22400 კილომეტრზე გაიჭიმება – ეს დედამიწის ნახევარია.

არ არსებობს არანაირი ისტორიული წყარო იმის შესახებ, ზუსტად ვინ და როდის დაიწყო ტერასების მშენებლობა. თუმცა, ზოგი წყაროს მიხედვით მშენებლები ჩინელები უნდა ყოფილიყვენ. ძვ.წ. 2105 წელს მიაოს სახელით ცნობილი ტომი იმპერატორ იუ დიდს აუჯანყდა. იმპერატორის არმიამ აჯანყებულები დაამარცხა და ქვეყნიდან ზღვის გადაღმა, ფილიპინებში განდევნა. მიაო მთიელთა ტომი იყო. სწორედ მათ მიეწერებათ ბრინჯის კულტივირება. ისინი ალბათ ადვილად შეეგუვნენ მთის ფერდობებზე ცხოვრებას და, ადგილობრივ მოსახლეობაში ათქვეფილებმა, მათ მიწათმოქმედება ასწავლეს.

მომდევნო წლების განმავლობაში ამ ორმა ხალხმა შექმნა უნიკალური კულტურა, რომლის რიტუალები ბრინჯის მოყვანასა და ჭამაზე იყო დამყარებული. წლის განმავლობაში ბრინჯის დათესვისა და მოსავლის აღებისადმი მიძღვნილი მრავალი დღესასწაული იმართებოდა, მიირთმევდენ ბრინჯის ნამცხვრებსა და ლუდს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ტერასას ეროზიის კვალი ეტყობა, მიწას დღესაც ძველებურად ამუშავებენ. 1995 წელს ბანაუს ბრინჯის ტერასები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა წინაპრების მიწებსაც ამუშავებს და ყოველწლიურად ათასობით ტურისტსაც მასპინძლობს.

ფილიპინები.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *