ბანქოს ქალბატონის მოგზაურობა
XIV საუკუნეში ბანქო ევროპაში ვენეციიდან გავრცელდა და ყველა ქვეყანაში საკუთარი ტრადიცია შექმნა, როგორც თამაშის, ასევე გაფორმების.
ბანქოზე ჩნდება მეფე, ქალი ხდება საფრანგეთის დედოფალი. მაგრამ დამას მდგომარეობა (როგორც სასახლეში, ასევე ბანქოს მაგიდაზე) მთლიანად იყო დამოკიდებული მეფის (პაპის) ნებაზე. დროდადრო დამებს მეფის ფავორიტი ქალები ცვლიდნენ. საფრანგეთის რევოლუციის დროს ბანქოს დედოფალიც გააძევეს. დამებად იქცა ოთხი ალეგორიული გამოსახულება: აღსარების თავისუფლება, ბეჭდვის თავისუფლება, პროფესიისა და ქორწინების თავისუფლება.
უარეს მდგომარეობაში ჩავარდა დამა გერმანულ ბანქოში. საერთოდ, გერმანულ ბანქოს ორ ფერად ბეჭდავდნენ მწვანედ და ყავისფრად. ფიგურები იყვნენ: მეფე, რაინდი და ვალეტი, რომელსაც ხელში ეკავა ცნობილი გვარის გერბით დამშვენებული ფარი. ასეთ საბრძოლო კომპანიაში ქალბატონებმა ვერ მონახეს ადგილი. მხოლოდ გაცილებით გვიან, XVIII საუკუნეში, გაჩნდნენ დამებიც.
ისტორიულ ბანქოში, რომელიც ნაპოლეონის ომების პერიოდში წარმოიშვა, მეფეები იყვნენ მხედართმთავრები – კუტუზოვი, ველინგტონი, ბლიუხერი და შვანცერბერგი, ხოლო დამები – ინგლისი, რუსეთი, ავსტრია და პრუსია. მოგვიანებით დამებმა გაიმარჯვეს. 1853 წელს გერმანიაში დაბეჭდეს ბანქო, რომელზედაც ქალების ადგილები დაიკავეს დედოფლებმა.
გადიოდა წლები და თანდათან მოდაში შემოვიდა ლიტერატურული დამები – შილერის დამების გრიმები, ვალტერ სკოტისა და ბალზაკის რომანის პერსონაჟები. ბანქოზე დაიწყეს ლიტერატურული ნაწარმოების სცენების გამოსახვა. ბანქოს დამა მწერლების ნაწარმოებთა ერთ-ერთ ილუსტრაციად იქცა.