ბუდუ ზივზივაძემ სეზონი ჰეთთრიქით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო – ქართველმა ფორვარდმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველი ტურის, სეზონის პირველივე მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო და ჰეთთრიქი შეასრულა. მან 0:2-დან კარლსრუეს ნიურნბერგთან 3:2 მოაგებინა.
აღსანიშვნავია, რომ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ში უკვე 16 გოლი გაიტანა და კობიაშვილის რეკორდი მოხსნა.