რას ეძებ?

სხვა ფილოსოფია

წარმოსახვა, ანუ გონების შემოქმედებითი უნარი

წარმოსახვა, ანუ გონების შემოქმედებითი უნარი

თავის სფეროში მოქმედი გონება უმაღლესი ფსიქიკური სიბრტყის თხელ მატერიაში ხატებსა და აზრ-ფორმებს ქმნის. წარმოსახვას ძალზე ზუსტად ეწოდა გონების შემოქმედებითი უნარი და ეს უფრო სიტყვასიტყვითი საზრისით უნდა გავიგოთ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ვინც ამ ფრაზას იყენებს. ხატების შექმნის უნარი დამახასიათებელია გონებისთვის, სიტყვა კი მენტალური სურათის წარმოდგენის მხოლოდ ტლანქი მცდელობაა.

იდეა, მენტალური ხატი რთული რამაა და შესაძლოა ზუსტი აღწერისთვის მთელ წინადადებას საჭიროებდეს, ამიტომ არსებითი მოვლენა მასში მოხელთებულია, ხოლო სიტყვა, რომელიც ამ მოვლენას აღნიშნავს, არასრულყოფილად წარმოადგენს მთლიანს. ჩვენ ვამბობთ „სამკუთხედი“ და ეს სიტყვა მსმენელის გონებაში სურათს წარმოშობს, რომლის სიტყვებით სრულად გადმოცემასაც გრძელი აღწერა დასჭირდებოდა. ჩვენ საუკეთესოდ სიმბოლოებით ვაზროვნებთ, შემდეგ კი რთულად და არასრულყოფილად ვაჯამებთ სიმბოლოებს სიტყვებად.

იმ სფეროებში, სადაც გონება გონებას ესაუბრება, სრულყოფილ გამოხატულებას აქვს ადგილი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ყველაფერს, რის გადმოცემაც სიტყვებს შეუძლია. აზრების შეზღუდული სახით გადაცემის დროსაც კი იგზავნება იდეები და არა სიტყვები. მოსაუბრე სიტყვებში თავისი მენტალური სურათის იმ ნაწილს დებს, რომლის ჩადებაც კი შეუძლია, ეს სიტყვები კი მოსაუბრის გონებაში არსებულ სურათს მსმენელის წარმოსახვაში აჩენს.

გონებას საქმე სურათებთან და გამოსახულებებთან აქვს და არა სიტყვებთან, ხოლო დავებისა და გაუგებრობების ნახევარი იმიტომ ხდება, რომ ადამიანები ერთსა და იმავე სიტყვებს განსხვავებულ გამოსახულებებს ურთავენ თან ან განსხვავებულ სიტყვებს იყენებენ ერთი და იმავე გამოსახულებების წარმოდგენისთვის.

© ანი ბეზანტი / კარმა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა