რას ეძებ?

მედიცინა ჯანმრთელობა და სილამაზე

რა არის ქოლესტერინი და როგორია მისი გავლენა ორგანიზმზე

ქოლესტერინი

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის უამრავი რამ ცნობილია ქოლესტერინის გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე, რაღაც მხრივ ის მაინც ამოუცნობი რჩება. მაღალი თუ დაბალი ქოლესტერინი დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის საკითხებთან, მედიცინით, საჭმლით თუ სხვა ფაქტორებით, რაც უკავშირდება ცხოვრების ჯანმრთელობის ხარისხს.

ქოლესტერინის მნიშვნელობას ხაზს უსვამს გარემოება, რომ ის ჩვენი სხეულის თითქმის ყველა უჯრედშია. ის აუცილებელია ვიტამინ D-ს გამოსამუშავებლად. ხოლო ქოლესტერინის ყველაზე მთავარი ფუნქცია ჰორმონების შექმნაა, მაგალითად ტესტესტერონის. ასევე, ქოლესტერინის დონე განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა და ათეროსკლეროზული დაავადებები აღენიშნება.

რა არის ქოლესტერინი?

ადამიანის ორგანიზმი ცხიმებისა და ცილების გარდა გაჯერებულია სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით, მათ შორის აღსანიშნავია ქოლესტერინი. იგი უჯრედული მემბრანების წაქმოქმნას უწყობს ხელს და ასევე აუცილებელია ჰორმონალური ცვლისთვის. ქოლესტერინი რამოდენიმე სახისაა:

  1. (HDL) ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.
  2. (LDL) დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები
  3. (VLDL) ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისა და ტრიგლიცერიდების შემცველობით.

ორგანიზმში ქოლესტერინის დიდი ნაწილი დაბალი სიმკრივის ლიპოპროტეინებია. მათი ჭარბი რაოდენობა იწვევს გულის შეტევის განვითარებას და სხვადასხვა კორონარულ დაავადებებს. შესაბამისად, აუცილებეილია, შეძლებისდაგვარად LDL-ქოლესტერინი დაბალი იყოს. ამის საპირისპიროდ, HDL – ქოლესტერინი სისხლძარღვებისთვის დამცავ ფაქტორს წარმოადგენს და შეძლებისდაგვარად ის მაღალი უნდა იყოს.

ორგანიზმისთვის დიდი რაოდენობის ტრიგლიცერიდებს საკმაოდ უარყოფითი გავლენა აქვთ. ტრიგლიცერიდების მომატების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორებია ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი წონა და ნახშირწყლები. ასვე ხშირია ტრიგლიცერიდების შემცველობის სიჭარბე დიაბეტიანებში. ასეთ დროს რეკომენდირებულია კვების რეჟიმის ცვლილებები და წონის დაკლება, რაც საკმაოდ ეფექტურია.

როგორია ქოლესტერინის დასაშვები ნორმა

ქოლესტერინის დონე კავშირშია თანამედროვე ცხოვრების წესთან. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ბევრად დაბალია გულით დაავადებული პაციენტებისთვის ქოლესტერინის მაჩვენებელი მიღებულ ნორმასთან შედარებით. ქოლესტერინის დასაშვები ნორმა ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, თუ რომელი ქვეყნის მოსახლეობაზეა საუბარი. მაგალითად: ფინეთისა და სამხრეთ იტალიის მოსახლეობისთვის დასშვები ნორმები არის სხვადასხვა. გერმანიისთვის კი ეს მაჩენებელი არის მაღალი, ამიტომ აქ ხშირია გულის შეტევების შემთხვევების რაოდენობა.

ქოლესტერინის ნორმის ცვლილებაზე ახდენენ გავლენას სხვადასხვა ბიოლოგიური ფაქტორები: ფიზიკური აქტივობა, წონა, საკვების ცვლილება და სხვ. ყოველივე ეს იწვევს სისხლის ანალიზში ლიპიდური სურათის ცვლილებას. ორგანიზმში მატულობს ტრიგლიცერიდების დონე ხილის ტკბილეულისა და აგრეთვე ალკოჰოლის მიღებისას და შესაბამისად იცვლება LDL-ქოლესტერინის მაჩვენებელიც. ზაფხულში ქოლესტერინის დონე უფრო დაბალია ვიდრე ზამთარში. ეს ეხება როგორც სამხრეთით, ისე ჩრდილოეთით მცხოვრებ მოსახლეობას.

როგორ შეინარჩუნოთ ქოლესტერინის დასაშვები დონე?

იმ დროს, როდესაც მაღალია LDL-ქოლესტერინის მაჩვენებელი HDL-მაჩვენებელზე, არის რეკომენდირებული კვების რეჟიმის ცვლილება, რაც უმეტეს შემთხვევაში იძლევა სასურველ შედეგს. აუცილებელია ჯანსაღი დიეტა, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, თევზეულობა და ნაკლები მარილის შემცველი კერძები. უფრო მეტად მცენარეული დიეტა, ვიდრე ცხოველური საკვები. ასევე ვარჯიში, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმის დაკლებაში და წონის შენარჩუნებაში.

აუცილებელია ცვლილების განხორციელება მიღებული ცხიმების რაოდენობის ნორმაში. აქ იგულისხმება არა მხოლოდ შემწვარ კერძში არსებული ცხიმები, არამედ სხვა თვალისთვის შეუმჩნეველი ცხიმებიც. მაგალითად, როგორიცაა ცხიმი სოსისში, ტკბილეულებში, ცომეულებში, ჩიფსებში და სხვ. ესენი ყველაზე საზიანო ცხიმებია და მათი მიღება დასაშვებია მხოლოდ მცირე დოზით. ასევე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობითაა დასაშვები ცხიმით გაჯერებული რძის პროდუქტები და ხორცი.

სასარგებლოა ისეთი თევზის სახეობების მოხმარება, რომლებიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველობით, მაგალითად: ქაშაყი, კალმახი, ორაგული, თინუსი. რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ მაინც თევზეულის მიღება, ეს თავიდან აგვაცილებს გართულებებს. კვერცხი არ შეიცავს დიდი რაოდენობით გაჯერებულ ცხიმებს და მისი მოხმარება ნორმის ფარგლებში სრულებით მისაღებია.

დადებითი ეფექტი აქვს თხილეულის რეგულარუად მიღებას, ის შეიცავს დიდი რაოდენობით არასაზიანო ცხიმს, თუმცა უნდა გავითვალისწინოდ მისი კალორიულობაც. უნდა მივიღოთ კალორიების ისეთი რაოდენობა, რაც ნორმალური წონის შენარჩნებას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში, კვების რეჟიმის სწორად შერჩევა იძლევა სწრაფ და დადებით შედეგს.

ზოგიერთ შემთვევაში არ არის საკმარისი მხოლოდ საკვებით მიღებული ქოლესტერინის რაოდენობის პროფილაქტიკური შემცირება, არამედ აუცილებელია ცვლილება ცხოვრების სტილში, მაგალითად: უარი მოწევაზე, სისხლში შაქრის შემცველობისა და არტერიული წნევის მონიტორინგი, მეტი ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში.

მაღალი ქოლესტერინის სიმპტომები, რომელთა უგუვებელყოფა არ შეიძლება!

  • კიდურების შეშუპება და დაბუჟება
  • უსიამოვნო სური პირიდან
  • შებერილობა და დიარეა
  • თავბრუსხვევა და ტავის ტკივილი
  • მხედველობის პრობლემები
  • კუჭში შეკრულობა
  • მკერდის ტკივილი
  • ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე
  • კანის დაავადებები
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *