მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციები (ძვ.წ 3000-2500)
მსოფლიოს უძველესი ცივილიჯაციები დასავლეთ აზიაში, ჩრღილოეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ძვ წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. ძვ.წ. 3000 წლირან სამხრეთ მესაოპოტამიაში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, მსოფლიოს უძველესი ურბანული კულტურის ჩამოყალიბება ღაიწყო. „მესოპოტამია“ ბერძნული სიტყვაა და შუამდინარეთს (ტიგროსსა და ევფრატს შორის ტერიტორიას) ნიშნავს. ევფრატის ქვედა წელის დაბლობებში ძვ.წ. 6200 წლიღან მისდევდნენ მიწათმოქმედებას, გაჰყავდათ საირიგაციო არხები. ძვ.წ. 3500 წლიდან მიწათმოქმედთა თემები აფუძნებდნენ პატარა და მოზრდილ ქალაქებს, როგორიც იყო ური, ურუქი და ერიდუ. მომდევნო 300 წლის განმავლობაში თითოეული ქალაქი გავლენას ამყარებდა მიმდებარე ტერიტორიებზე. ასე შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ მესოპოტამიაში, შუმერის რეგიონში ქალაქ-სახელმწიფოების ჯგუფი.
ლითონის დამუშავება მესოპოტამიაში დაახლ. ძვ.წ. 6000 წლიდან დაიწყეს. ძვ.წ. 3200 წლისთვის შუმერმა მჭედლებმა ბრინჯაოს წარმოებას მიჰყვეს ხელი. გუთანი დაახლოებით ძვ.წ. 5000 წლიდან გამოიყენებოდა, ხოლო ბორბლებიანი საზიდრები – ძვ.წ. 3500 წლიდან. ჭარბმა საკვებმა პროდუქტმა მოსახლეობის გარკვეული ფენა მიწის დამუშავების მოვალეობისგან გაათავისუფლა, რამაც სხვადასხვა პროფესიის წარმოქმნა გამოიწვია – ქურუმების, ხელოსნების, ვაჭრების შეიქმნა მმართველი ფენა. მივიღეთ მსოფლიოში უძველესი, სოციალურ ფენებად დაყოფილი საზოგადოება, რომელშიც მეფეებს ლუგალებს – უწოდებდნენ.
ეგვიპტეში, მდინარე ნილოსის სანაპიროებზე, ძვ.წ. 3100 წლიდან უძველესი ცივილიზაცია ყალიბდებოდა. ნილოსი ყოველწლიური წყალდიდობის დროს ლამით ფარავდა მიმდებარე ტერიტორიებს და ნაყოფიერი მიწების ვიწრო ზოლს ქმნიდა. მიწათმოქმედები მუშაობას შემოდგომაზე იწყებდნენ, როდესაც წყალი უკან იხევდა. ნაყოფიერ ნიადაგზე მოდიოდა ხორბალი, ქერი, პარკოსნები.
ძვ.წ. IV ათასწლეულის მიწურულს მიწათმოქმედთა თემებმა ორი სამეფო შექმნეს: სამხრეთის სამეფოს ზედა ეგვიპტე ეწოდა, ხოლო ჩრდილოეთისას – ქვედა ეგვიპტე. მეფე ნარმერმა დაახლ. ძვ.წ. 3100 წელს ეს სამეფოები გააერთიანა. ნარმერის შემდეგ ტახტზე ავიდა მენესი, თუმცა ისტორიკოსები დავობენ, მენესი ნარმერის მემკვიდრეა თუ, უბრალოდ, მისი ერთ-ერთი სახელი. მენესს მიეწერება ეგვიპტის დედაქალაქ მემფისისა და პირველი დინასტიის დაფუძნება.
ეგვიპტეში, მესოპოტამიის მსგავსად, ნაყოფიერმა სოფლის მეურნეობამ გამოიწვია კეთილდლეობის ამაღლება და განვითარდა ახალი პროფესიები ხელოვნების, ხელოსნობის, საინჟინრო და მედიცინის დარგებში. ადრეული დინასტიის პერიოდში (დაახლ, ძვ.წ. 3100-2686) უკვე გვხვდება ეგვიპტური კულტურის მრავალი სახელგანთქმული კომპონენტი – იეროგლიფური დამწერლობა, დახვეწილი რელიგია (საიქიო ცხოვრების რწმენის ჩათვლით) და გარდაცვლილების მუმიფიცირება. ეგვიპტეში ჩამოყალიბდა რთული იერარქიული საზოგადოება. მის სათავეში ნახევრად ღმერთის სტატუსით მეფე იდგა, რომელსაც მოგვიანებით ფარაონი ეწოდა. ის უფროსი მინისტრის ანუ ვეზირის, რეგიონების მმართველებისა (ნომარქების) და დაბალი თანამდებობის პირების მრავალრიცხოვანი არმიის დახმარებით მართავდა ქვეყანას. ამ უკანასკნელთა რიგებს მიეკუთვნებოდნენ ქურუმები, გადასახადების ამკრეფნი და გადამწერები.
ჩინურ ცივილიზაციას სათავე აღმოსავლური მდინარეების დაბლობებში დაედო. მდინარე ხუანხეს (ყვითელი მდინარის) დაბლობები მდიდარი და ნაყოფიერი ნიადაგებით გამოირჩეოდა. ძვ.წ. 8000 წლიდან ხენანის პროვინციის იანშაოს რეგიონში უკვე სორგო მოჰყავდათ. დაახლ. ძვ.წ. 2400 წლიდან დავენკოუს კულტურის საფუძველზე ჩამოყალიბდა შანდონის პროვინციის ლონშანის კულტურა. ლონშანელ მიწათმოქმედებს ბრინჯი მოჰყავდათ. ისევე როგორც სხვა უძველესი ცივილიზაციების შემთხვევაში, განვითარებულმა სოფლის მეურნეობამ იერარქიული საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ჩინელი ხელოსნები ბრინჯაოს იარაღებს ძვ.ნ. 3000 წლიდან ამზადებდნენ, ნეფრიტის ჭურჭელს – ძვ.წ. 2700 წლიდან, ხოლო აბრეშუმის წარმოება დაიწყო – ძე წ. 3500 წლიდან.
ბრინჯაოს ხანა დასავლეთ აზიაში ძვ.წ. 3000 წელს დაიწყო. ევროპული ბრინჯაოს ხანა ძვ.წ. 2500 წლიდან იწყება და აზიურთან კავშირი არ აქვს. ევროპელები ძირითადად კარპატის მთებში არსებულ მადანს იყენებდნენ. დაახლ. ძვ.წ. 2000 წელს ბერძნულ კუნძულ კრეტაზე მინოსური ცივილიზაცია ჩამოყალიბდა. დასავლეთ ევროპაში მეგალითური აკლდამების მშენებლობის ტრადიციამ და ასტრონომიულმა დაკვირვებებმა სათავე დაუდო ქვის წრეების, მწკრივებისა და ასტრონომიული ნიშან-თვისებების მქონე აკლდამების აღმართვის ტრადიციას. მათ შორისაა ნიუგრეინჯი ირლანდიაში, სთოუნჰენჯი ინგლისში და კარნაკი საფრანგეთში.
სამხრეთ მესოპოტამიაში დაახლოებით 40 ქალაქ-სახელმწიფო ვითარდებოდა. მათ შორის გამოირჩეოდა ური, ურუქი, ნიპური და ქიში. მდინარეებისა და არხების ქსელის წყალობით ყვაოდა ვაჭრობა. სავაჭრო გზები ანატოლიას (თანამედროვე თურქეთს), ირანსა და ავღანეთს აღწევდა; ვაჭრობდნენ მარცვლეულით, მინერალებით, ხე-ტყის მასალებით, იარაღებითა და ჭურჭლით. შუმერის მოსახლეობა უპირატესად ცხოვრების ურბანულ წესს მისდევდა. ურში, ურუქსა და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში ადამიანები აგურის სახლებში ცხოვრობდნენ. ქალაქის ცენტრში მრავალსაფეხურიანი ტაძარი, ზიქურათი იდგა. ურის ზოგიერთ მოქალაქეს ძვ.წ. 2500 წლიდან აკლდამებში კრძალავდნენ და გარდაცვლილებს ისეთ საგანძურს ატანდნენ, როგორიცაა ურის შტანდარტი. მისი გვერდითი პანელების დანიშნულება დღემდე უცნობია. შესაძლოა ისინი აძლიერებდნენ ქნარის ჟღერადობას.
ეკონომიკური და ადმინისტრაციული ხარჯთაღრიცხვის ჩაწერის აუცილებლობამ უძველესი პიქტოგრაფიული დამწერლობა შექმნა. ეს შუმერში ძვ.წ. 3300 წლისთვის მოხდა. პიქტოგრაფების (სიტყვის ან ფრაზის ამსახველი სურათების) საფუძველზე კი ძვ.წ. 2900 წლისთვის შეიქმნა ლურსმული დამწერლობა. გადამწერები თიხას წაწვეტებულ ლერწამს აჭერდნენ და ფიგურები გამოჰყავდათ.
ამერიკის კონტინენტზე ცივილიზაციის პირველი ნიშნები პერუს სანაპიროსა და ანდებში დაახლ ძვ.წ. 2800 წლიდან გაჩხდა, ანდებში მცხოვრებ მიწათმოქმედებს კარტოფილი და მარცვლოვანი კინოა მოჰყავდათ, უვლიდნენ მოშინაურებულ ალპაკებსა და ლამებს. სანაპიროზე მეთევზეთა დასახლებები იყო, შიდა ქალაქები კი საცერემონიო ცენტრებს წარმოადგენდა. ისინი მიწაყრილზე ტალახისა და აგურისგან აგებული ტაძრების გარშემო ვითარდებოდა. გამონაკლისია ლიმადან 200 კმ-ით დაშორებული ქალაქი კარალი. ქალაქ ასპეროში კი ექვსსაფეხურიან მიწაყრილს შეხვდებოდით, რომლის თავზეც ტაძარი იდგა. ბამბა მთელ რეგიონში მოჰყავდათ, ხოლო სიმინდის კულტივირება ძვ.წ. 2700 წლიდან დაიწყეს.
ინდის ველის ცივილიზაცია სამხრეთ აზიაში ძვ.წ. IV ათასწლეულში ჩამოყალიბდა, როდესაც ადამიანებმა წყალდიდობის შეკავების მეთოდები შეიმუშავეს. ძვ.წ. 2600 წლისთვის ინდის ველზე უკვე მრავალი პატარა თუ მოზრდილი ქალაქი ვითარდებოდა. მათ შორის გამოირჩეოდა მდინარე ინდის სანაპიროებზე გაშენებული მოჰენჯო–დარო და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ჰარაპა. ამ ქალაქების მოსახლეობა შესაბამისად 100000-ს და 60000-ს აღწევდა.
ძვ.წ. 2686 წელს ეგვიპტეში მეფე სანახტი ავიდა ტახტზე. მან სათავე დაუდო მესამე დინასტიას და ძველი სამეფოს ხანას – ძლიერი ცენტრალიზებული მმართველობისა და პირამიდების მშენებლობების პერიოდს. ეს დიდებული მონუმენტები სამეფო აკლდამების ფუნქციას ასრულებდა. ძველი სამეფოს პერიოდში მეფეებს მართკუთხა, ტალახისა და აგურის, მასტაბებად წოდებულ სამარხებში კრძალავდნენ.
ძვ.წ. 2650 წელს საკარაში აიგო პირველი საფეხურებიანი პირამიდა მეფე ჯოსერისთვის. არქიტექტორ იმჰოტეპის მიერ დაპროექტებული უძველესი პირამიდა ერთმანეთზე დადგმულ ქვის ექვს მასტაბას წააგავდა. ეგვიპტეში დაიწყეს სწორწახნაგიანი პირამიდების აშენება. მათ შორის უდიდესია გიზას სამი პირამიდა. საინჟინრო ხელოვნების ეს ბრწყინვალე ნიმუშები ააგეს არა მონებმა, არამედ სრულ განაკვეთზე მომუშავე ხელოსნებმა და კალატოზებმა. გარდა ამისა, ნილოსის წყალდიდობის პერიოდში მათ მიწათმოქმედნიც ეხმარებოდნენ. ქვის უზარმაზარი ბლოკები (ქვედა ქვები 6-10 ტონას იწონის, ხოლო ზედა – 1-2 ტონას) ადგილობრივ კარიერებში გამოკვეთეს და მარხილების მეშვეობით ადგილზე მიიტანეს.