ცნობიერების ქარტეხილები: გზა ქაოსიდან წონასწორობამდე
დაშვება იმის, რაც ყველაზე მეტად გაშინებს, მოგიტანს – სიმშვიდეს. მიმღებლობის გამომუშავება, არის ის – რაც განთავისუფლებს – შიშისაგან. @ნინო დიდებაშვილი
თუ გვინდა გავიგოთ რამდენად ჩაკეტილია ჩვენი ცნობიერება, რამდენად შეზღუდულად ვაზროვნებთ – შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი სავარჯიშო.
აიღე შენი ყველაზე ძვირფასი რწმენები, იდეები, აზრები და დაუშვი რამოდენიმე წუთი , რომ ისინი არაა სწორი და მეტიც შესაძლოა საპირისპირო რამ იყოს ჭეშმარიტი.
რამდენადაც შენ ხარ უუნარო – დაუშვა რაიმე და მიიღო სამყარო ამ სახით, იმდენად ჩაკეტილია შენი ცნობიერება და იმდენად გამოკეტილი ხარ შენსავე იდეებსა და რწმენებში, რომელიც სამყაროს ზედმეტად მოკლე – ხედვის უნარს გიყალიბებს.
როცა ჩვენი აღქმა ამდენად ვიწროა, ჩვენ ვაზროვნებთ შეზღუდულად და აზროვნებდე შეზღუდულად – გეშინოდეს რაიმეს ‘დაშვება’ რაიმეს ‘მიღება’ – ესაა ფსიქიკური დარღვევის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი – მიუღებლობა.
ასე რომ, პირველ რიგში რაზეც ადამიანმა უნდა იმუშავოს ცნობიერების გასაფართოვებლად – არის დაუშვას ის იდეები, აზრები და რწმენა წარმოდგენები, რომლებიც რადიკალურად ეწინააღმდეგება მის შეხედულებებს.
მე არ ვგულისხმობ რომ აიღო და საერთოდ გადაყარო შენი აზრები, უბრალოდ დროებით რამოდენიმე წუთი შეგიძლია გვერდზე გაწიო და დაუშვა ისეთი იდეა, რწმენა წარმოდგენა, რაც შენს შეხედულებებს რადიკალურად ეწინააღმდეგება.
ეს გაქცევს შენ უფრო მეტად მიმღებად, ეს გაქცევს შენ – დრეკადად , მოძრავად, შენი ცნობიერება არ იქნება გამოკეტილი თავისივე აგებულ ბეტონის ციხესიმაგრეში.
როცა ადამიანი თუნდაც იდეაში კარგ იდეებს აბსოლიტურ ჭეშმარიტებად იღებს და ჰგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ესაა მართალი და უუნაროა დაუშვას რაიმე, პირველ რიგში ესეთი ადამიანი გარდა იმისა, რომ ესაა ფსიქიკის გაყოფა, დანაწევრება და მენტალური ავადმყოფობის გამომწვევი რამ, მეორე რიგში ადამიანებთან მისი ურთიერთობა ხდება მომაბეზრებელი და აუტანელი სხვებისთვის.
თუ შენ გგონია რომ მხოლოდ შენი სიმართლეა სწორი, შენ აღმოჩნდები სამყაროს ერთ პატარა კუნძულზე, რომელიც არაფრით უკავშირდება სხვებს. კი ეგ კუნძული ამ სამყაროშია, მაგრამ კავშირის გარეშე, რითაც შენ სხვა სამყაროს ვერ უკავშირდები , ამ კუძულზე ცხოვრება აუტანელი გახდება შენთვის.
გავიგოთ ეს მეტაფორა სიღრმისეულად. თუნდაც შენ ძალიან კარგი რწმენა აღმოაჩინე, თუ მხოლოდ ამ რწმენაზე დარჩები და იქნები უუნარო დაუშვა სხვა რწმენების ჭეშმარიტება თუ არა , მათში არსებული სიმართლის მარცვალი მაინც დაინახო, მაშინ შენ იქნები მუდმივად ომში, ადამიანებთან, იდეებთან, აზრებთან, ყველაფერთან, რაც – შენს პატარა კუნძულზე ვერ მოთავსდა.
წარმოგვიდგენია რამდენად რთულია – ქრისტიანისთვის დაუშვას, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს?რამდენადაც არ შეუძლია იმდენად ავადაა ეს ადამიანი ფსიქიკურად.
ნუ აგვერევა ეს რწმენაში. რამოდენიმე წამიანი დაშვებით შენს რწმენას არაფერი დააკლდება, არც ყურანის წაკითხვა და მათში საინტერესო იდეების მოწონება განაპირობებს შენს ჯოჯოხეთში დაწვას. ესეთი ფანატიკური – რწმენა, შიშით განპირობებული ჯავშანია, რომლის უკანაც ინფანტილური ადამიანი იმალება, რომელსაც სამყაროს უსასრულობის ეშინია.
წარმოდგენა გვაქვს რამდენად რთულია მეცნიერისთვის დაუშვას, რომ სიკვდილის შემდეგ მართლა არსებობს სიცოცხლე? ათესიტისთვის – ღმერთის არსებობის დაშვება?
ეზოთერიკისთვის – იმ ფაქტის დაშვება, რომ რეინკარნაცია შეთხზული ლამაზი იდეაა მათთვის, ვისაც ამ ერთ ცხოვრებაში განვითარების თავი არ აქვს?
შვილებზე გადაყოლილი დედისთვის – იმის დაშვება, რომ მისი აღზრდის მეთოდები ტოქსიკურია და ეგოისტური სიყვარული აქვს მხოლოდ ბავშვის მიმართ და უანგარო სიყვარულით არ უყვარს შვილი?
წარმოვიდგინოთ აქ ნებისმიერი იდეა, ნებისმიერი აზრი – ყველაფერი შეიძლება იყოს შესაძლებელი მინიმუმ 1% , რომელიმე რეალობაში, შესაბამისად 100% დაჯერება, რწმენა, მტკიცება რაღაცის – ნამდვილი რწმენა კი არ არის, არამედ ფანატიზმია და არაა აუცილებელი რელიგიას ეხებოდეს ეს, ნებისმიერი იდეოლოგიის რწმენა, თუნდაც ლირალიზმის, იმის დაშვების გარეშე რომ სრული სისულელეა და კონსერვატიზმში მეტი ჭეშმარიტებაა – გონებრივი დაპროგრამებაა, რის შედეგადაც ადამიანის ცნობიერება ხდება ვიწრო , შეზღუდული და გამოკეტილი.
მსგავსი ჯიუტად მტკიცება რაღაცის, საპირისპიროს დაშვების გარეშე, მიუთითებს ადამიანის სისუსტეზე – ეშინოდეს ის, რაც მისთვის უცხოა. შიშით განპირობებული ცნობიერება კი – სიყვარულისგან ცარიელია. მიმღებლობისგან ცარიელია და შესაბამისად, შეუძლებელია იყოს ჭეშმარიტი.
თუ არ შეგიძლია დაუშვა შენი საყვარელი იდეოლოგიის მცადრობა და შენი საძულველი იდეოლოგიის ჭეშმარიტება, რამოდენიმე წუთი , შენ არ ხარ საკმარისად ვრცელ საზღვრებში მოაზროვნე ადამიანი და არ აქვს მნიშვნელობა რისიც არ უნდა გწამდეს – ყველაფერი შენთვის ის ბოროტი ავტორიტეტია, რომელიც მარიონეტივით გმართავს და გიკარგავს თავისუფლებას, იქნება ეს მეცნიერება, რელიგია, გწამს შტაინერის თეორიების, ოშოს მიმდევარი ხარ, თუ ფროიდის ფსიქოანალიზის, თუ არ შეგიძლია – შენს ‘ღმერთში’ დაეჭვდე ხუთი წუთი და შენი ‘ეშმაკის’ – იდეებს გადახედო ეგრევე უარყოფის გარეშე – მაშინვერც შენი ‘ღმერთების’ ჯანსაღარ მორწმუნე ვერ ხარ, რადგან ფანატიკოსი – მორწმუნე – მორწმუნე კი არ არის, ისაა ვინც თავის ‘სიმართლით’ – ყველაფერს ანგრევს და ებრძვის , რაც მის მოკლე ცნობიერებაში ვერ ჩაეტევა.
ასე რომ, ვიმეორებ, რომ დაშვება და მიმღებლობა – არ ნიშნავს გაუშვა ყველა შენი რწმენა, გადაყარო და სხვას ეზიარო. ეს ნიშნავს გქონდეს უნარი მიიღო – რეალობა ნებისმიერი გადასახედიდან. დაუშვა – ნებისმიერი რამ და ამან ისტერიკაში არ ჩაგაგდოს.
ესაა ცნობიერება, რომელსაც არ აქვს საზღვრები, რომელიც – არაა გარიყული პატარა კუნძული მოწყვეტილი მთელი სამყაროსგან, არამედ კავშირშია ყველაფერთან და შეუძლია მიიღოს და დაინახოს რეალობა ნებისმიერი მხრიდან. და არა ჯიუტად უყურებდეს მხოლოდ მედლის ერთ მხარეს დასამყაროს მთელი სურათი გამორჩეს მხედველობიდან.
სამყარო იმდენად ვრცელია, იმდენად მრავალსახოვანია – სისულელეა ის შეზღუდო ამ ჩარჩოებით, ამ სამყაროში ორი ურთიერთგამომრიცხავი იდეებით კი ერთიანობაში მოდიან, თუ სწორი წერტილიდან იყურები, თუ შენი ცნობიერება წმინდაა მასში ყველაფერი ჩაეტევა და ერთმანეთთან – დაპირისპირების გარეშე – დააბალანსებენ და გააჰარმონიულებენ ერთმანეთს.
შესაბამისად, თუ შენი ცნობიერება ჯერ კიდევ მიუღებლობებს და კედლებს აღმართავს, ეს ნიშნავს რომ ჯერ კიდევ ბევრ წერტილში უნდა გაიხსნა და გახსნა იმიტომაა საჭირო, რომ ნებისმიერი აგებული კედელი – აავადებს ფსიქიკას.
ამიტომაც , ეს მხოლოდ გაცნობიერების მოსურნეთათვის კიარაა საყურადღებო ინფორმაცია, არამედ მათთვისაც ვისაც მენტალური პრობლემები აწუხებთ, რადგან პრობლემათა უმეტესობას – რაღაცის დაშვების, მიღების უუნარობა იწვევს.
უდიდესი წყალობაა, როცა შენი უკიდურესო სიღრმიდან ხედავ რეალობას, რომელშიც ის ქაოსი, რომელიც ერთი შეხედვით ასეთი მშფოთვარე ჩანს და ერთ დროს ასე გაღელვებდა ახლა ჰარმონიულად წონასწორობაშია.
არსებობს ხედვის წერტილი, რომლიდანაც ეს დაპირისპირებები ჰარმონიაში მოდიან და სადაც ქაოსი – იქცევა ბალანსად, წონასწორობად, ჰარმონიად. ესაა მთლიანი ცნობიერება, არა გაყოფილი და დანაწევრებული, არამედ შერწყმული.
შესაბამისად, ივარჯიშო იმ ყველაფრის დაშვებასა და მიღებაზე, რაც ახლა გაშფოთებს, ნიშნავს უფრო მეტად და მეტად დაუახლოვე იმ წერტილს, საიდანაც სამყაროს წონასწორობას – შეიგრძნობ. რაც უდიდეს სიმშვიდეს მოგიტანს.
ავტორი/წყარო: ნინო დიდებაშვილი / მსგავსი სტატია: სხვისი ‘დემონის’ ‘მოკვლით’ თავად ხდები ის ‘დემონი’, რომელიც მოკალი