რას ეძებ?

ისტორია საქართველო

დასავლეთ საქართველოს (ისტორიული ეგრისის) ქართული ენის კილო

დასავლეთ საქართველოს(ისტორიული ეგრისის) ქართული ენის კილო

დასავლეთ საქართველოში დიდწილად გავრცელებულია ქართული ენა, რომელიც ძირითადი გამოყენების ენაა იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმის, გურიის, აჭარის, მესხეთის და თორის სუბ-ეთნოსებში. აქედან იკვეთება ისტორიული ეგრისის ზონაში, ქართული ენის ერთნაირი კილო-კავიკილო-კავის გამოყენება, რომელიც მოიცავს იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმის, გურიისა და აჭარის ტერიტორიებს.

ისტორიული ეგრისის ტერიტორიაზე არსებული ქართული ენის კილოსთვის, დამახასიათებელია ხშირ შემთხვევაში ზმნებში “ა” და “ო” ხმოვნების “ე” ხმოვნით შეცვლა, რომელსაც გააჩნია ლინგვისტურ-გენეტიკური დატვირთვა, ვინაიდან “ე” ხმოვანი დომინანტურია ინდო-ევროპულ ენებში, ხოლო ა ხმოვანი მკვეთრ დომინაციას ავლენდა ძველი დროის ახლო აღმოსავლეთსა და ზაგროსში და ავლენს დღესაც. ამ ფაქტორით, ეგრისის კილო-კავის მახასიათებელი, ემსგავსება ანატოლიურ მახასიათებელს, სადაც მსგავსად ვლინდება “ა” ხმოვნის “ე” ხმოვნით ჩანაცვლება, როგორებიცაა სპარსულიდან და არაბულიდან შესული სახელების შეცვლილი გამოყენება ოსმალეთში: მაჰმადი-მეჰმედი, აჰმადი-აჰმედი, აიშა-აიშე, ბალა-ბელა, ზაჰრა-ზეჰრა, ასმა-ესმა და ა. შ.

ისტორიული ეგრისის კილო-კავისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ინდო-ევროპულ მახასიათებელს წარმოადგენს ასევე დასავლეთ საქართველოში არსებული ხშირი დაბოლოვებები “ა”, “ია” და “აია”, რომელიც უმეტესად გამოიყენება ადამიანის სახელების წარმოთქმისას (ხოლო სამეგრელოში ამ დაბოლოვებას ატარებენ გვარები). ამ მახასიათებლით იგი მკვეთრად ემსგავსება ჩრდილო-დასავლეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ სლავებს, სადაც გავრცელებულია მსგავსი დაბოლოვებები სახელებსა და გვარებში, როგორებიცაა მაგ. გავრცელებული სახელები – ვანია, ტანია, ნადია, ნატაშა და ასევე გვარების და დასახლებების სახელწოდებები აზოვის ზღვის გარშემო, რომლებსაც ახასიათებს დაბოლოვებები – აია, სკაია. აღმოსავლეთ სლავურ დაბოლოვებებთან კავშირი ვლინდება ასევე მეგრული გვარების დაბოლოვება “ავა”-ში, რომელსაც ემსგავსება აღმ. სლავური გვარების დაბოლოვებები – “ევი”/”ევა” და “ოვი”/”ოვა”.

ხოლო რაც შეეხება, ისტორიული ეგრისის კილო-კავის წარმოქმნას, ამაზე არსებობს გავრცელებული ვერსიები. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ იმერეთში ქართული ენა ქართლიდან მიგრაციით, ხოლო გურიაში მესხეთიდან მიგრაციით

უნდა შესულიყო. ეს ვერსია მკვეთრად გავრცელებულია ისტორიოგრაფიაში, თუმცა ამ ვერსიის საწინააღმდეგოდ მიუთითებს ის ფაქტი, რომ იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული და აჭარული კილოები მკვეთრად ემსგავსებიან ერთმანეთს და ფაქტიურად იდენტურს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ეს კილო-კავი წარმოშობილიყო 1-ზე მეტი მიგრაციიდან, ვინაიდან ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ორი ან მეტი განსხვავებული კილო-კავი მოცემულ ტერიტორიებზე ერთობლიობაში.

ხოლო ქართული ენის გავრცელების პირველი ადგილი, ისტორიულ ეგრისში უნდა ყოფილიყო ისტორიული არგვეთი (დღევანდელი ზემო იმერეთი), ვინაიდან ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში, ეგრისის მხარე – არგვეთი, დროებით შედიოდა ქართლის (იბერიის) სამეფოში, სადაც მას ვახტანგ გორგასალმა მიანიჭა საერისთავოს სტატუსი და ეწოდა არგვეთის საერისთავო. ხოლო არგვეთის ერისთავებს წარმოადგენდნენ ქართლის მეფის მიერ დანიშნული პიროვნებები. შემდგომ პერიოდში, შუა საუკუნეებში, არგვეთი კვლავ შედიოდა ეგრისის (ლაზიკის) სამეფოში, რომელი პერიოდიდანაც უნდა მომხდარიყო ქართული ენის გავრცელება ეგრისის სხვა ზონებში არგვეთიდან. ამას მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ ზემო იმერეთის მეზობლად, დღეისთვის არ არსებობს ქართული ენის გარდა სხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა