რას ეძებ?

ასტროლოგია სხვა

დედამიწის ერთიანი, კოლექტიური ცნობიერების ახალი პლანეტარული გარსი

დედამიწის ერთიანი, კოლექტიური ცნობიერების ახალი პლანეტარული გარსი

მეცნიერთა გარკვეული ნაწილი უკვე ღიად საუბრობს იმ ცვლილებებზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება. …რასთან შეხებაც უკვე ყოველდღიურად გვაქვს… და ეს ცვლილებები არამარტო მსოფლიო ან პოლიტიკურ დონეზეა, არამედ ყოველი ჩვენგანი, უკვე ფიზიკურ დონეზე ვგრძნობთ, რომ რაღაც ისე ვერაა… უკვე ბევრი რამ აღარ მუშაობს ძველებურად… ყველაფერს, და მათ შორის ჩვენს ფიზიკური გარსებსაც “რაღაც ემართებათ”…

გთავაზობთ ამონარიდს აკადემიკოს მირონოვას ინტერვიუდან, რომელიც მეცნიერულ, უჯრედულ დონეზე ხსნის პლანეტარულ ცვლილებებს..

ვალენტინა მირონოვა. ბიოფიზიკოსი, აკადემიკოსი, დამოუკიდებელი მკვლევარი, ენერგეტიკული ინვერსიების საერთაშორისო აკადემიის წევრი.

“არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ მატერიალური სამყაროს მიღმა არსებობს კიდევ ნატიფი დონე, რომელიც ძალიან მრავალწახნაგოვანი და ჭრელია. ახლა გალაქტიკურ დონეზე მუშაობს ჯგუფი, სადაც გაერთიანებულნი არიან სპეციალისტები, ასე ვთქვათ- გალაქტიკის სხვადასხვა კუთხიდან. ალბათ უკვე ყველას სმენია გალაქტიკურ ფედერაციაზე და იმაზე, რომ 1987 წელს დედამიწა მიღებულ იქნა მათ შემადგენლობაში. და ჩვენი პლანეტა ამით თითქმის თავიდან დაიბადა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დედამიწის ყველა მაცხოვრებლის მიერ- ნატიფ დონეზე! ეს ჯგუფი ახლაც აგრძელებს მუშაობას.

სამუშაოს არსი შემდეგში მდგომარეობს:

ერთიანი, კოლექტიური ცნობიერების ახალი პლანეტარული გარსის(კარკასი) შექმნა. მატერიალური დონისათვის შესამჩნევი პრაქტიკული შედეგები გამოჩნდა 2021 წლის ივლისის დასაწყისიდან. ანუ აგვისტოს თვიდან ეს ყველაფერი უკვე მუშაობს ფიზიკურ დონეზე. და ეს არაა მხოლოდ აბსტრაქტული სიტყვები. სავსებით რეალური ქმედებებია და ცვლილებებს ყველა ვამჩნევთ.

დედამიწის ცნობიერების ძველი გარსი აგებული იყო უხეში ექვსკუთხედებისგან შემდგარი, ფიჭური ფორმის მძიმე კარკასისგან. ძველი კავშირები, რომლებიც იკეტებოდა ძველივე კარკასში, სრულიად დამწვარია (ანულირებულია) და ძველი კავშირების მაგიერ, დანერგილია – ახალი. თუ ვინმეს წაკითხული გაქვთ მელქისედეკის წიგნი „სიცოცხლის ყვავილის საიდუმლო“, იქ განხილულია ერთიანი ცნობიერების ახალი ფორმა.

განსხვავება ცნობიერების ძველ და ახალ ფორმებს შორის – ექვსკუთხოვანი კარკასის ცენტრშია. დედამიწის ძველ გარსში – ეს ცენტრი გამორთული იყო. ახალ გარსში – ის გააქტიურებულია! და ეს ცენტრი გამოხატავს – ადამიანის კავშირს თავის უმაღლეს მესთან! იმისთვის, რომ ამ ახალმა კარკასმა იმუშაოს, საჭიროა ე.წ. „ახალი გაყვანილობა“ ანუ საჭირო გახდა ის, რომ ჩვენს ფიზიკურ სხეულებს შეძლებოდათ მიეღოთ ახალი ენერგიები.

წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან ადამიანის ფიზიოლოგიამ, უფრო კონკრეტულად კი, ბიოქიმიამ – შეცვლა დაიწყო. დაიწყო გამოვლინება ე.წ. კვანძურმა დე ენ ემ-მა (узелковая деенка). და შეიქმნა მისი გამოხატულების მთელი ატლასი. საქმე იმაშია, რომ მანამდე ადამიანებს გვქონდა ე.წ. შიშის ბიოქიმია. და ხსენებულ შიშის ბიოქიმიას მხარს უჭერდა უჯრედული სტრესები.

მაგრამ გაცნობიერებული ადამიანის ფიზიოლოგია საჭიროებს სრულიად განსხვავებულ ბიოქიმიას. ასე ვთქვათ- სხვა ელექტროგაყვანილობას…. სხვა ნეირონულ კავშირებს…. **ეს ახალი ელექტროგაყვანილობა ჩვენ უკვე გვიფიქსირდება!!! ** ზოგიერთი ბიოქიმიური რეაქციების შეუსაბამობა- როგორები იყვნენ და როგორ ავლენენ თავს ახლა – ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს მკვლევარებში. ამიტომ ექიმების და სხვა მეცნიერების უამრავი კითხვების საფუძველზე დავწერე ტრილოგია ბიოქიმიაში, სადაც დაწვრილებითი ანალიზია მოლეკულური ლოგიკის, წარსულიდან- მომავალისკენ.

ჩვენი პლანეტა გარშემორტყმულია განსაკუთრებული, მენტალური გარსით, სადაც ჯერ კიდევ ტრიალებს იმ ადამიანების აზრების ნარჩენები, რომლებიც ძველი დროის, მენტალობის, ძველი გარსის დროს არიან დაბადებულები. გალაქტიკური ჯგუფის მიერ გაკეთებულ იქნა სპეციალური ნახვრეტი (ნაჩხვლეტი/ ანალოგიური- სითხით სავსე წყალმანკს რომ ნემსი უჩხვლიტო), იმისთვის რომ გამოსულიყო არასაჭირო სუსბსტანცია და ახალი ენერგიები თავისუფლად შემოდინებულიყო.

ეს ნაჩხვლეტი – არის პორტალი ახალ ენერგიებთან დასაკავშირებლად. ანუ თქვენი მედიტაციების დროს, შეგიძლიათ მოემართოთ ამ პორტალზე და შესაბამისად მიიღოთ საჭირო, ახალი ინფორმაცია. ჩვენს ფიზიკურ სხეულებში კი გრძელდება უჯრედული ცნობიერების გაღვიძება– საბაზისო დონეზე. ეს ხდება ყველა ადამიანის სხეულში, უჯრედულ დონეზე, თუნდაც ადამიანი არ იყოს დაკავებული რაიმე სახის პრაქტიკით ან მედიტაციით და არ აინტერესებდეს ეს ყველაფერი.

იმისთვის, რომ მივიღოთ ეს ყველაფერი, საჭიროა უბრალოდ- ჩავრთოთ „ღილაკი“– ანუ გავხდეთ გაცნობიერებულები, თანაგანმცდელები. ამ „ღილაკს“ ეწოდება- გაცნობიერება! და სანამ არ ჩართავთ მას, ის უბრალოდ- არის… გვევლინება, მაგრამ არ მუშაობს!! ეს ახალი ‘ელექტროგაყვანილობა’ მაშინ იწყებს მუშაობას- თუ ჩართავთ! ანუ იწყებს რეგენერაციის ჩართვას საბაზისო, უჯრედულ დონეზე! მაგრამ ეს არაა რეგენერაცია ადრინდელ ბიოქიმიურ დონეზე, სადაც უჯრედების „კლონები“ იყო.

მაგალითად, ხვლიკის რეგენერაცია მარტივად ხდება: მოძვრა კუდი? ახალი ეზრდება! ჩვენს შემთხვევაში კი – თუ საჭირო გახდება ორგანოს რეგენერაცია, ის აღდგება კიდეც- ჭეშმარიტად ღვთიური მატრიცის საშუალებით, ფარგლებში (ასეთი შემთხვევები უკვე არის!) და არა იმ ძველი კარკასის მეშვეობით. ახლა უკვე შეგვიძლია ეს ყველაფერი გავიგოთ! თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ განსხვავებული რწმენა, ცოდნა, შეხედულებები, აზრები, მაგრამ ეს ხელს ვერ უშლის დედამიწის ახალი კარკასის მუშაობას. ის უკვე აქ არის.

კი ყველასთვის ერთნაირად მიდის. ჩვენ, ყველანი კი ამ პროცესის უშუალო მონაწილეები გამოვდივართ! შესაბამისად ინფორმაციაც ახალი წამოვა. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად! კი, რეალობები იწერება ზევით, მაგრამ ადამიანების გარეშე ეს პროცესი შეუძლებელია! რადგან ყოველთვისაა საჭირო ის, ვინც ამ პროცესებს დაამიწებს, მატერიაში დანერგავს, „ღუზას“ ჩაუშვებს!

და სწორედ თქვენ ხართ ის „ღუზები“! და ის, რასაც სამყაროში პანდემია ეწოდა, თანდათან უკან იხევს. მიზეზი- გაცნობიერების ზრდაა! უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ პროცესში. და ეს არ ნიშნავს – უბრალოდ, მედიტაციაში დიდხანს ჯდომას! ეს არის სურვილი- შექმნა! იცხოვრო! გამოხატო საკუთარი თავი! არ იყო ვიღაცისგან დათრგუნული და სწორედ ეს არის ჩართულობა გაცნობიერების პროცესში!

ახალი ელექტროგაყვანილობა ყოველწამიერად ძლიერდება. და თუ ის ფიზიკურ დონეზე უკვე მუშაობს, ესე იგი ნატიფ დონეზე ის დიდიხანია ჩართულია. და ის ნეგატიური ენერგიები, რომელთა ნაწილები ჯერ კიდევ არსებობს დედამიწაზე, ნაწევრდება უფრო მეტად და თანდათან ქრება. ამასთან, ახალი ბიოქიმია ძველს – არ უარყოფს! ის მას ყლაპავს! ხოლო შემდეგ კი ტრანსფორმაციას უკვეთებს! ანუ არაფერი იკარგება სამყაროში! ყველაფერი საქმეს ხმარდება.

ადგილი ჰქონდა ენერგიების ამოხეთქვას – ანუ მოხდა ვიბრაციული ცუნამი. ადგილი ჰქონდა ძველი კარკასის, დანაწილებული აზროვნების წარმომადგენლების ერთ-ერთი ბოლო მცდელობას – ინიციატივის ხელში აღებისა. მაგრამ როდესაც ადამიანმა იცის რა ხდება, ის მზადაა და უყურებს მიმდინარე მოვლენებს დამკვირვებლის პოზიციიდან.

და სწორედ მაშინ იცვლება რეალობაც: დაგეგმილი პანიკის მაგივრად – მოვლენების მიმდიმარეობის მშვიდად თვალის მიდევნება. ნეგატივის სიმძლავრეც იკლებს! შესაბამისად, სიტუაცია იცვლება უკეთესობისკენ…. უბრალოდ, ეს ყველაფერი- ასე უნდა მოხდეს!

ადამიანის თვითნგრევის საფუძველი- შიშია! ავადმყოფობის, სიკვდილის შიში….. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ადამიანის ფიზიკური სხეულიდან, ნატიფ დონეზე, შიშის გენი – ამოღებულია! ეს ეხება კონკრეტულად პანიკურ შიშს, რომლის დროს ადამიანში თვითლიკვიდაციის პროცესები ირთვება. ამ პანიკურ შიშს გრძელი ბიოქიმიური თანმიმდევრობა აქვს. ეს არის ბიოქიმიური ნივთიერებების კომპლექსი, რომელიც ხელოვნურად სტიმულირებდა ტვინის სპეციალურ ზონებს. მაგრამ, ეს არის- ხელოვნური სტიმულაცია.

ის იწყება გარკვეული ნივთიერებების გამოვლინებით: თავიდან ჩნდება გაურკვეველი პანიკა, კონკრეტული მიზეზების გარეშე, შემდეგ კი ჩააწოდებენ „საჭირო“ იდეას და მორჩა- სახეზე გვაქვს შიში! ** სიკვდილი კი- მსოფლიოს უდიდესი ტყუილია!** ეს არის კოლოსალური ილუზია, რადგან სიკვდილი, როგორც ასეთი- არ არსებობს! პრინციპში, ის არც არსებობდა არასოდეს.ეს არის – გადასვლა!!! და არა სიკვდილი!

…. თქვენ ინარჩუნებთ ცნობიერებას, თქვენთან რჩება გრძნობები, შეგრძნებები… აგრძელებთ „ცხოვრებას“, ურთიერთობას ახლობლებთან, მეგობრებთან, აგრძელებთ სრულყოფას…. საიდან ვიცი ეს ყველაფერი? პირადი გამოცდილებიდან და ამავე დროს, ინფორმაცია ამ თემაზე გაფანტულია მსოფლიოს ყველა ცოდნასა და სწავლებებში.

როგორ დავამყაროთ კავშირი ჩვენს უმაღლეს მესთან. …წარმოიდგინეთ, რომ ხართ უღრან ტყეში და ვერ გამოდიხართ იქიდან. გზას ვერ აგნებთ… ტყეს ზემოდან კი თვითმფრინავი დასტრიალებს- თქვენი უმაღლესი მე!! ის გხედავთ თქვენ, ქვემოთ, როგორ დადიხართ ტყეში და ფიქრობს: -ალბათ მოწონს ტყეში ბოდიალი… თუმცა თქვენთვის ასე არაა… საჭიროა გაჩერდეთ, დამშვიდდეთ და მოუწოდოთ თქვენს უმაღლეს მეს: -დამეხმარე! გამიყვანე აქედან! მიჩვენე გზა!…

ანუ საჭიროა ვითხოვოთ დახმარება! და ეს მოწოდება უნდა იყოს – გაცნობიერებული! თუ ადრე ჩვენი აზრები, მოტივები ნელ-ნელა მჟღავნდებოდა, ახლა- გაიფიქრებ თუ არა, პასუხიც იქვეა! და ამასაც უნდა მივეჩვიოთ…. ვიფიქროთ – ფიქრის გარეშე… აზრებისგან თავისუფალი ტვინი – უკვე ეზოთერული ტექნიკა კი არა, საჭირო და აუცილებელი ატრიბუტია ამ რეალობაში. იმისთვის, რომ არ მატერიალიზდეს ის, რაც თქვენთვის საჭირო არ არის.…რადგან- ასეც ხდება ხოლმე…

ზოგადად კი, იყოთ დამკვირვებლის პოზიციაში– ეს არამხოლოდ თავდაცვის საშუალებაა, არამედ ამით- თქვენ ხდებით მიუწვდომელი არსებული სისტემისთვის. ანუ იმ ძველი რეალობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს…. პანდემია კვანტური გადასვლის ნაწილია. მიდის პლანეტარული კაცობრიობის კოლექტიური კარმის დახურვის / განულების აჩქარებული პროცესი.

ერთადერთი რაც უნდა განსაზღვროთ – ესაა თქვენი ცხოვრების გეზი. თქვენი ცხოვრების მართვის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გეზს აირჩევთ ცხოვრებაში…. უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში აირჩიოთ ის, რასაც თქვენთვის სიხარული მოაქვს… მოაქვს – სიმშვიდე, ბედნიერება, ჰარმონია და სიყვარული…” შევინარჩუნოთ სიმშვიდე! კიდევ უამრავი საინტერესო და გასაოცარი ცვლილებები გველის! 

მოამზადა დაჯი მამულაშვილმა

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა