დნმ: “პირველად იყო სიტყვა”!?
როგორც ჩანს, ადამიანის წარმოშობის დარვინული თეორია საბოლოოდ განიცდის მალე კრახს. მეცნიერებმა უფრო ღრმად ჩაიხედეს დნმ მოლეკულებში და აღმოაჩინეს კოდირებული ინფორმაცია, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი, რთული გენეტიკური პროგრამების მქონე ბიოკომპიუტერის მაგვარი არსებაა.
დნმ-ს მოლეკულებში არსებული უცნაური ტექსტების გაშიფვრას ცდილობენ კვანტური გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერები. მათი აღმოჩენები ადასტურებს იმას, რომ….“პირველად იყო სიტყვა” და ჩვენ ვართ ვაკუუმური სუპერგონების (სუპერტვინის) ნაყოფი.
მეცნიერები მივიდნენ მოულოდნელ აღმოჩენასთან: დნმ-ის მოლეკულა შეიცავს არამარტო გენებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სახის ოვალის, ყურის ფორმისა თუ თვალის ფერზე, არამედ ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით დაშიფრულ ტექსტებს.
ამასთან, ქრომოსომების 95-99%-ს შეადგენს სწორედ ასეთი ტექსტები! და მხოლოდ 1-5% -ს შეადგენს ეს ყბადაღებული გენები, რომლებიც ცილების სინთეზირებას ახდენენ. ქრომოსომებში შენახული ძირითადი ინფორმაციის დიდი ნაწილი, მაინც ისევ ამოუცნობი რჩება.
მეცნიერთა აზრით, დნმ-ში ისეთივე ტექსტია, როგორიც წიგნებში. მაგრამ მას გააჩნია უნარი: იკითხებოდეს არამარტო ასო-ასო, და ხაზიდან ხაზზე, არამედ ნებისმიერი ასობგერიდან, რადგან არ გააჩნია სიტყვებს შორის მანძილი.
ამ ტექსტის კითხვისას, ყოველი მომდევნო ასობგერის შემდეგ ჩნდება ახალ-ახალი ტექსტები. ასევე შესაძლებელია მისი წაკითხვა უკნიდან წინ, თუკი მწკრივი სიბრტყულია. ხოლო თუ ტექსტის მწკრივი სამგანზომილებიან სივრცეშია, როგორც კუბში, მაშინ ტექსტის კითხვა შეიძლება ყველა მიმართულებით. ამასთან, ტექსტი არაა სტაციონარული. ის მუდმივად მოძრაობს, იცვლება, რადგან ჩვენი ქრომოსომები სუნთქავენ, ტრიალებენ და ქმნიან ტექსტების უზარმაზარ რაოდენობას.
მსუ-ის(მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ლინგვისტებისა და მათემატიკოსების მუშაობამ აჩვენა, რომ ადამიანის მეტყველების სტრუქტურა, წიგნის ტექსტისა და დნმ-ის თანმიმდევრულობის სტრუქტურა მათემატიკურად ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.
ეს ტექსტები ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობ ენაზეა, ვერ იშიფრება, მაგრამ ის ნამდვილად ტექსტებია. ამასთან, უჯრედები საუბრობენ ერთმანეთთან, ისევე როგორც ჩვენ. გენეტიკურ აპარატს გააჩნია დაუსრულებლად ბევრი ენა.
ადამიანი თვითწაკითხვადი ტექსტური სტრუქტურაა. ჩვენი ქრომოსომები რეალიზაციას უკეთებენ ორგანიზმის შენებას კვერცხუჯრედიდან, ფოტონური და აკუსტიკური ბიოლოგიური ველების საშუალებით. კვერცხუჯრედის შიგნით იქმნება მომავალი ორგანიზმის ელექტრომაგნიტური ნიმუში, იწერება მისი სოციალური პროგრამა და – ბედიც.
ეს არის გენეტიკური აპარატის კიდევ ერთი შეუსწავლელი თვისება, რომელიც რეალიზდება ბიოველის კიდევ ერთი სახესხვაობით – ლაზერული ველებით, რომლებსაც შეუძლიათ არამარტო სინათლის გამოსხივება, არამედ ხმებისაც.
ამრიგად, გენეტიკური აპარატი თავის პოტენციალს ავლენს ჰოლოგრაფიული მახსოვრობის საშუალებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფერისაა ჰოლოგრამა, ამასთან ერთ ჰოლოგრამაზე შეიძლება ჩაიწეროს უამრავი ჰოლოგრამები. მათი წაკითხვა კი შეიძლება მხოლოდ იმ ფერით, რითიც ისაა დაწერილი.
ჩვენი ქრომოსომები ასხივებენ სინათლის დიდ სპექტრს, დაწყებული ულტრაიისფერით და დამთავრებული ინფრაწითელით, და ამიტომ შეუძლიათ წაიკითხონ ერთმანეთის ჰოლოგრამები. ამის შემდეგად იქმნება მომავალი ნაყოფის სინათლისა და აკუსტიკური ნიმუში, პროგრესიაში კი- ყველა, მომდევნო შთამომავლობისაც კი!!!
დნმ-ზე ჩაწერილი პროგრამა შეუძლებელია გაჩენილიყო დარვინის ევოლუციური თეორიის შედეგად. იმისთვის, რომ ჩაიწეროს ასეთი რაოდენობის ინფორმაცია, საჭიროა დრო, რომელიც იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე სამყაროს წარმოშობის ხანგრძლივობაა.
გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია დიდ მანძილზე. დნმ-ის მოლეკულას შეუძლია იარსებოს, როგორც ველმა. გენეტიკური მასალის უბრალო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ- ჩვენს ორგანიზმში ვირუსების მოხვედრა, მაგ. ვირუს ებოლას.
სწორედ ეს ე.წ. “უმწიკვლო ჩასახვის” პრინციპი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ მოწყობილობის შესაქმნელად, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანის ორგანიზმში ჩაინერგოს რაიმე და იმართოს ის შიგნიდან.
წყარო: ს. გავრილენკო (კვანტური გენეტიკის ინსტიტუტი) / მოამზადა დაჯი მამულაშვილმა / ტეგი: ფსიქოლოგია