eBay & PayPal – ქეისების მოგვარება
eBay & PayPal: ქეისების მოგვარება, როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის დაცვა, დახურული ქეისის გახსნა, პრუფები და Claim Department-თან კომუნიკაცია. სტატიაში საუბარი იქნება როგორც მყიდველის ასევე გამყიდველის დაცვაზე. სტატიის ავტორი ნუკრი ქარდავა / ფბ ჯგუფი: PayPal & eBay • Community (საქართველო)
მოდი დავიწყოთ, იქიდან და ვთქვათ, რომ ვინც შოპინგობს ამ ორ ვირტუალურ პლატფორმაზე ( eBay & PayPal ) შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 99% არის დაცული (1% ყოველთვის უნდა გადავდოთ გვერდზე) ზოგადად ჩემი რჩევაა, თუ რამეში ვერ ერკვევით ან რისკებს ხედავთ, ჯობია არ გააკეთოთ, რადგან გამოცდილების მიღების მიზნით შეიძლება დაზარალდეთ. სტატიაში ვისაუბრებ იბეის ორ და ფეიფალის სამ ძირითად ქეისზე. ქეისები ორივე პლატფორმაზე მუშაობს თითქმის ერთნაირად და დეტალურად განვიხილავთ თითოეულ მათგანს.
eBay: არსებობს 2 ტიპის ქეისი:
- Item Not Received ( INR – ნივთი არ ჩამოვიდა )
- Item Not As Described ( INAD – ნივთი არ არის ისეთი, როგორიც აღწერაში იყო )
PayPal: ვისაუბრებთ 3 ძირითად ქეისზე: (თუმცა ფეიფალს ასევე აქვს სხვა ტიპის ქეისები, მაგრამ ამჯერად ვისაუბრებთ მხოლოდ ყველაზე მოთხოვნად და საჭირო ქეისებზე)
- Item Not Received (INR – ნივთი არ ჩამოვიდა)
- Item Not As Described (INAD – ნივთი არ არის ისეთი, როგორიც აღწერაში იყო)
- Unauthorized Transaction – (არაავტორიზებული ტრანზაქცია, ანუ ტრანზაქცია განხორციელდა მესამე პირის მიერ – ამ დროსაც დაცულები ვართ).
eBay & PayPal ( Buyer Protection ) – მყიდველის დაცვა.
ქეისების გახსნის სიზუსტე და მათი მონიტორინგი.
სიტუაცია 1: იბეიზე ვიყიდეთ Apple EarPods და სელერს ეწერა Estimated Delivery Time: 15 მაისამდე, მაგრამ ნივთი არ ჩანს.
- აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ იბეიზე ქეისს ვხსნით როგორც Item Not Received.
რა ხდება ამ ტიპის ქეისის გახნის დროს: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ანაზღაურება, თუ სელერს არააქვს მითითებული თრექინგ კოდი, სადაც ჩანს ნივთის ლოკაცია, გადაადგილება და მიტანა. სელერის ერთადერთი დაცვა ამ შემთხვევაში არის თრექინგ კოდი. ( თრექინგ კოდი არის გზავნილის კოდი, რომელსაც ფოსტა ანიჭებს ნივთს და მისი გადახედვა შესაძლებელია ფოსტის ოფიციალურ გვერდზე, მაგ: USPS, UPS, FedEx და ა.შ. ) – ქეისის გახსნისთანავე რეპორტის მესიჯი მიდის სელერთან და სელერი ვალდებულია უპასუხოს ქეისს და კომუნიკაცია დაამყაროს შენთან (წინააღმდეგ შემთხვევაში იბეი ავტომატურად დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას) – ქეისის გახსნისდან სელერს აქვს საშუალოდ 3 სამუშაო დღე რისფონდი გააკეთოს, ასეთ დროს სელელერს აქვს სამი ოპცია: - აგიტვირთოს თრექინგ ნომერი, სადაც აუცილებლად უნდა ჩანდეს ბოლო დასკანირება “Delivered” (თუ თრექინგს არ აწერია Delivered ჩათვალეთ თანხა ანაზღაურებულია).
- მესიჯი მოგწეროს ქეისში (რომელსაც შემდგომში იბეიც გადახედავს).
- დაგიბრუნოს სრული თანხა და ამით ქეისი მოაგვაროს.
ასეთ დროს ჩვენ არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ ველოდებით ქეისის მოგვარებას. სამი დღის მერე ქეისზე ჩნდება ფუნქცია “Ask eBay Step In And Help” – რომელსაც ვიყენებთ და ველოდებით მაქსიმუმ 48 საათი თანხის დაბრუნებას. მოკლედ თუ თრექინგი არაა დასკანირებული, როგორც Delivered თქვენ ხართ დაცული და შესაბამისად გადახდილი თანხაც დაგიბრუნდებათ. ქეისები იხსნება იმ შემთხვევაში, როცა პირადად სელერთან ვერ ამყარებთ კომუნიკაციას და სელერი არ გპასუხობთ. სხვა შემთხვევაში გირჩევთ ჯერ სელერთან მოგვარდეთ, მაგრამ თუ ვერ მიდიხართ შეთანხმებამდე იბეი ჩართოთ.
ზუსტად იგივე ხდება PayPa-ზე. ქეისის პროცესი მიმდინარეობას ანალოგიურად და აქაც იგივენაირად უნდა მოვიქცეთ, უბრალოდ განსხვავება არის ოპციებში: eBay-ზე Ask eBay Step In And Help და PayPal-ზე “Escalate to PayPal”
P.S. თუ ნივთი არის დასკანირებული, როგორც Delivered, მაგრამ ფოსტამ არ/ვერ მიიტანა და დაიკარგა ამ დროს დოკუმენტების გადმოსაგზავნად უნდა მიმართოთ ფოსტას და მსგავსი ქეისის დროს მოგიწევთ ევიდენსების ( მტკიცებულებების ) გაგზავნა და ატვირთვა, რომ თანხა სრულიად დაგიბრუნდეთ. ანაზღაურებული თანხა დაჯდება იმ ბარათზე, რომლითაც გადაიხადეთ, თუ გადაიხადეთ ფეიფალით, ტრანზაქცია დარიფანდდება ფეიფალის გავლით ექაუნთზე გადაბმულ ბარათზე ( იმ ბარათზე, საიდანაც მოხდა ჩარჯი )
Item Not As Described ( INAD ) Case:
რა ხდება მაშინ, როცა ნივთი ჩამოგვდის ისეთი, როგორიც აღწერაში არ არის. მაგალითად, ვიყიდეთ Apple EarPods და აღწერაში ეწერა, რომ ნივთი იყო New, მაგრამ ჩამოვიდა Used, ან დაკაწრული და ა.შ… აუცილებელი პირობა: ასეთ დროს მყიდველი ვალდებულია დააბრუნოს უკან მიღებული *ნივთი იმ მდგომარეობით როგორიც მიიღო რომ მიიღოს Full Refund. მყიდველმა ნივთი უნდა დააბრუნოს სელერის იმ მისამართზე, რომელიც მოცემულია ქეისში Return Address-ად. იბეიზე მარტივად იხსნება მსგავსი სახის ქეისი: ვიყენებთ ოპცია Return Item-ს და ვწერთ მიზეზს და მდგომარეობას, თუ ფოტოებს დავააფლოუდებთ ქეისზე უკეთესი იქნება. აქაც სტანდარტულად სელერს აქვს 3 დღე, რომ რისფონდი გააკეთოს ქეისზე. eBay-ზე USA Sellers: უმეტესობა ამერიკელი სელერი გვთავაზობს უფასო უკან დაბრუნების Label-ს ( USPS, UPS, FedEx ).
რა არის უფასო ლეიბლი ( Prepaid Label )?
სელერ ექაუნთის ლეველის ასაწევად კარგი სელერები გვთავაზობენ უფასო ფოსტის დაბრუნების ლეიბლს, რომლის ამოპრინტულ ვერსიას ვაკრავთ ( ვასტიკერებთ ) შეფუთულ ნივთზე და ვაგზავნით ფოსტით. Label-ში წერია: ჩვენი ამერიკის ადრესი > სელერის დესთინეიშნ ადრესი და თრექინგ კოდი, რომელიც ქეისში ჩანს და სისტემა განაახლებს ავტომატურად ტრანსპორტირებისას და მიტანისას დასკანირდება, როგორც Delivered.
უკან დაბრუნება საქართველოდან ამერიკაში:
ამ მხრივ დიდი ფუფუნება არ გვაქვს და წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ნივთის უკან დაბრუნება ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან ქართული ფოსტა(ები) ფრეფაიდ ლეიბლის მიუხედავად მაინც მოგთხოვენ დამატებით საფასურს. მიუხედავად ჩემდამი ცუდი დამოკიდებულებისა ( ამანათების ჩამოტანაზე ) ყველაზე იაფი ვარიანტი რჩება გადამზიდი კომპანია ბარამი, რომელსაც აქვს უკან გაგზვანის სერვისი. თუ სელერმა არ მოგვცა Prepaid Label, ჩვენით ვყიდულობთ ამერიკული ფოსტისგან ( USPS, UPS, FedEx ) ლეიბლს. გაითვალისწინეთ, რომ Prepaid Label-ის საყიდლად ქართულ ბარათებს იღებს მხოლოდ UPS და FedEx , USPS-ს სჭირდება ამერიკული ბილინგ მონაცემები ან ამერიკული ფეიფალის ექაუნთი. პროცესი ასეთია: ვშიპავთ INAD ნივთს უკან გასაგზავნად, ვაპრინტერებთ სელერის მიერ გამოგზავნილ Prepaid Label-ს (ან თუ არ გვაძლევს სელერი დამოუკიდებლად ვყიდულობთ/ვამზადებთ ამერიკული ფოსტის საიტიდან) და ვაკრავთ შეფუთულ ნივთს, გასაგზავნად მიგვაქვს ბარამთან (სხვა იაფი ალტერნატივა არ გვაქვს) და ბარამი გადასცემს ამერიკის ფოსტას, როცა ჩაიტანს USA-ში. ფოსტაში გადაცემის მერე თრექინგი განახლდება და დაუბრუნდება სელერს, როგორც კი დასკანირდება “Delivered “ სელერი დაგიბრუნებთ თანხას, თუ სელერმა თანხა არ დააბრუნა დაბრუნებიდან 2-3 დღეში, ვიყენებთ იბეის ოფციას Ask eBay Step In And Help და იბეი დაგვიბრუნებს სრულიად. ქეისის პროცესი ანალოგიურად მიმდინარეობს PayPal-ზეც. განსხვავება აქაც არის ოპცია: Escalate to PayPal. ( PayPal-ის ქეისზე სელერი ვერ შემოგთავაზებთ Prepaid Label-ს, ვალდებული ხართ თქვენ იყიდოთ და ისე გააგზავნოთ).
eBay-ზე Case გახსნა შესაძლებელია ტრანზაქციდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო ფეიფალზე 180 დღის განმავლობაში.
ფასები: ბარამს ფისქირებული ფასები არააქვს, თუ სელერმა მოგცათ უფასო ლეიბლი, გაგზავნში იხდით მხოლოდ წონის ღირებულებას ( საშუალოდ 1კგ 8$ ). ავიაკომპანიების პოლიტიკიდან გამომდინარე ლითიუმის ელემენტების გაგზავნა ისევ რჩება სახიფადოდ და დაზღვევის მიზნით დამატებით ითხოვენ 60 ლარს გადასახდელს. სხვა ნებისმიეირი ნივთის დაბრუნება/გაგზავნა ბარამით 1კგ დაახლოებით 8$ ჯდება. ( მიტანა 12-15 დღე ) სხვა ფოსტებიც აგზავნიან, მაგრამ ძვირია. მაგალითად FedEx თავისი თრექინგით საშუალოდ 85-90 ლარი ღირს 1 კგ-მდე ამანათის გაგზავნა, მაგრამ 3 დღეში მიაქვს მისამართზე. მოკლედ არჩევანი თქვენზეა. :)))
PayPal – Unauthorized Transaction Case:
რას ნიშნავს არაავტორიზებული ტრანზაქცია და რა დროს უნდა გავხსნათ მსგავსი ტიპის ქეისი?
იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ ხდება ხოლმე ისე, რომ ტრანზაქცია შეიძლება ჩვენს დაუკითხავად მოხდეს ან ვინმემ გამოიყენოს ჩვენი ფეიფალ ექაუნთი და ვნახეთ, რომ ბარათიდან მოხდა გაურკვეველი ჩარჯი. სანერვიულო არაფერია, ასეთ დროსაც დაცულები ვართ. ამიტომ ასანაზღაურებლად ვხსნით ამ ტიპის ქეისს ( Unauthorized Transaction Case).
როგორ არკვევს ფეიფალი ნამდვილად არაავტორიზებულად მოხდა ტრანზაქცია თუ არა?
ფეიფალს აქვს უძლიერესი სექურითი სისტემა და ყველაფერს ხედავს, შესაბამისად არც ეგ არ გაუჭირდება. მსგავსი ქეისის გახსნისას უნდა უპასუხოთ ყველა კითხვას დეტალურად, როდის შეცვალეთ ბოლოს პაროლი, არის თუ არა ესა თუ ის ადრესი დამატებული თქვენს მიერ, რომელი აიპი ადრისი ფიქირდება და ა.შ. ასეთი ქეისის დროს თრექინგი თუ არააქვს ტრანზაქციას ფეიფალი გადახედავს და თუ ჩათვლის, რომ ტრანზაქცია მოხდა მესამე პირის მიერ თანხა სრულიად დაგიბრუნდებათ.
პ.ს. აუცილებელია ქეისები გაიხსნას სწორად, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ვერ მივიღოთ ანაზღაურება.
Intangible Items / Digital Good-ს.
აღსანიშნავია ის, რომ eBay-ს არააქვს Intangible / Digital Goods მყიდველის დაცვა და 100% არაა დაცული. (ზოგ შემთხვევაში კი, ზოგ შემთხვევაში არა). გამომდინარე იბეის პოლიტიკიდან, ასეთ ტრანზაქციებს ერიდეთ ისეთი სელერისგან, რომელსაც აქვს დაბალი შეფასება ან ნეგატიური ფიდბექი. მხოლოდ სანდო სელერისგან იყიდეთ რომ არ დაზარალდეთ. თუმცა Intangible Items-დაცვა აქვს ფეიფალს, იმ შემთხვევაში თუ სელერმა არ გვიპასუხა ქეისზე და რისფონდი არ გააკეთა. ამიტომ ასეთი ტრანზაქციების მოგვარებისთვის გადავდივარ ფეიფალზე და მანდ ვარეპორტებთ. ყველა მოთხოვნილ ევიდენსს ვაგზავნით შესაბამისად და ველოდებით საბოლოო რეზოლუციას.
Appeal eBay / PayPal Case: ზოგჯერ ხდება ისე, რომ Something went wrong და მიუხედავად იმისა, რომ მართლები ვართ ქეისი დაიხურა და მოგვივიდა მეილი, რომ ანაზღაურება ვერ მივიღეთ. ასეთ დროს როგორც იბეის ისე ფეიფალს აქვს Appeal Case ოპცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავიდან გავხსნათ ქეისი და ავუხსნათ Claim Department-ს , თუ რატომ დაიხურა ასე არასამართლიანად. ქეისის გადახედვა მოხდება თავიდან და თუ რამე დოკუმენტები მოგვთხოვეს აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. საბოლოო რეზოლუციაც მოვა მეილზე.
P.S. ზოგადად ქეისების მოგვარების დრო დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, სელერის რისფონდზე, დაბრუნების ხანგრძლივობაზე, დოკუმენტების შემოწმებაზე და ა.შ.
Seller Protection: მოკლედ ვისაუბროთ სელერის დაცვაზე. რადგან ბევრია ისეთი, ვინც ყიდის Digital Items თუ დაშიპვად ნივთებს. მოკლედ სელერის პირველი დაცვა როგორც იბეიზე ისე ფეიფალზე არის ზუსტად ერთნარი. პირველი დაცვა არის თრექინგ კოდი, რომელიც უნდა აფდეითდებოდეს ფოსტის საიტზე და საბოლოოდ სკანირდებოდეს როფორც Delivered. რა ხდება მაშინ, როცა ვყიდით ექაუნთებს. ბევრი კითხვების გარეშე პასუხი არის მხოლოდ ერთი: დაცული არ ხარ. პერსონალური ინფორმაცია არის სენსიტიური და იბეი და ფეიფალი ნამდვილად არ შეიწუხებს თავს შეამოწმონ თქვენს მიერ გაყიდული ექუანთი მუშა არის თუ არა. ასეთ დროს კომუნიკაცია უნდა დაამყაროთ მყიდველთან და მოაგვაროთ მასთან ნებისმიერი სახის პრობლემა. ამიტომ ჩემი რჩევა ქართველ სელერებს – თუ ხვდებით, რომ შეიძლება დაისქამოთ მოერიდეთ ექაუნთების და დიჯითალ აითემების გაყიდვას. ისეთი ნივთები რომელიც იშიპება აუცილებელია თრექინგის ატვირთვა ( წინააღმდეგ შემთხვევაში რეპორტი რომ შემოგივიდეთ INR ქეისზე მყიდველს დაუბრუნდება თანხა სრულიად ). თუ მყიდველმა თქვა, რომ თქვენს მიერ გაგზვანილი ნივთი არ არის ისეთი, როგორიც აღწერაში იყო (ასე რომც არ იყოს) იბეის / ფეიფალის წესების თანახმად გინდა არ გინდათ უნდა დათანხმდეთ დაბრუნებაზე. დაბრუნების მერე სრულიად უნდა აუნაზღაუროთ ნივთის ღირებულება ან თუ არ აუნაზღაურებთ იბეი / ფეიფალი დაუბრუნებს მყიდველს.
ნივთი უნდა იყოს ზუსტად ის რაც სელერმა გამოგიგზავნათ, ფოსტის პაკეტების სერვისებში ჩანს ნივთის წონა, ამანათის ამონაწერი და ა.შ. ამიტომ სხვა ნივთს თუ დააბრუნებთ შესაბამისი ევიდენსების საფუძველზე თანხა არ დაგიბრუნდებათ და ექაუნთი დაიბლოკება. “Buyer Abuse” იწვევს ლიმიტაციას ექაუნთზე.
ნივთის დაბრუნების მისამართი უნდა ემთხვეოდეს სელერის Return Address, წინააღმდეგ შემთხვევაში თრექინგი რომც დასკანირდეს, როგორც Delivered მაინც არ დაგიბრუნდებათ თანხა. ფოსტის ამანათის ამონაწერში ჩანს სრული მისამართი, ზიპ კოდი, შტატი, ქალაქი და ა.შ დეტალები, რომელიც აუცილებლად უნდა დაემთხვეს.
იბეის ქეისის Appeal-ისთვის აქვს 30 დღე, ხოლო ფეიფალს 10 დღე.
გისურვებთ წარმატებებს.
მომდევნო სტატია ამავე თემაზე: PayPal Buyer/Seller Protection – ზოგადი პრინციპები