რას ეძებ?

საზოგადოება ფილოსოფია

ებრაელი ერი სამყაროს ბიბლიური აღქმით ხელმძღვანელობს

ებრაელი ერი სამყაროს ბიბლიური აღქმით ხელმძღვანელობს - ებრაელები, ისრაელი

ებრაელი ერი სამყაროს ბიბლიური აღქმით ხელმძღვანელობს, რომელიც დროსა და სივრცეს დიდ ისტორიულ დინამიკაში ხედავს, ყოველი წამის უნიკალურობას აღიარებს და მუდმივად მომავალზეა ორიენტირებული; მათი ხსნა არა სივრცეში, არამედ დროშია, მომავალშია, ისინი მოვამლისკენ მიიწევენ.

ამის საპირისპიროდ სამყაროს ე.წ. ძველბერძნული აღქმა, პირიქით, დროს სივრცეში კეტავს, დიც ციკლებში აქცევს, სადაც ყველაფერი შეიძლება კვლავ განმეორდეს, ყველაფერი პირველსაწყისს დაუბრუნედეს, ყველაფერი სივრცის ბატნობას დაექვემდებაროს. ანტიკურობა აწმყოზე, დღევანდელი დღის უპირატესობაზე იყო ორიენტირებული

ანტიკურ სამყაროს მომავლის მკაფიო, ისტორიოსოფიული ხედვა, დროის ისტორიული ნარატივი რომ ჰქონოდა, ამით რომ ეხელმძღვანელა, პოლისური კულტურა, რომის იმპერია და შემდეგ, ბიზიანტია სრულად არ გაქრებოდნენ, როგორც ცივილიზაციები

ებრაელებს, იმის მიუხედავად, რომ არც იმპერია ჰქონიათ და მუდმივი დევნის, განდევნის, გენოციდის, სახელმიწფოს გარეშე არსებობის გამოცდილება აქვთ, განადგურება არ ემუქრებათ

ამ მცირეიცხოვანმა ერმა ათასწლეულების შემდეგაც კი შეძლო სახელმწიფოს აღდგენა და ყველა გამოწვევასთან ღირსეულად გამკლავება, ეს შეძლო იმიტომ, რომ ის ბიბლიურ დროში ანუ ისტორიაში ცხოვრობს და არ კმაყოფილდება იმით, რასაც სივცრე შეიძლება აძლევდეს ადამიანს და ერს – არ კმაყოფილდება მონიშნული, მოსაზღვრული ადგილით

ებრაელები მომავლის გლობალური პერსპექტივიდან აღიქვამენ სამყაროს. ამიტომაა დასავლეთზე მათი გავლენა ასეთი დიდი და მნიშვნელოვანი, ამიტომ ცხოვრებენ ისინი ლიბერალურ დემოკრატიაში იქ, სადაც ამის გაკეთება შეუძლბელია, ამიტომ შეუძლათ შეუდარებელად მრავალრიცხოვანი, სივრცობრივად შეუდარებლად დიდი მტრებისგან თავის ღირსეულად დაცვა

დასავლურმა სამყარომ ბიბლიიდან სწორედ ეს, – დროის ისტორიული აღქმა გაიზიარა, როგორც განვითარების პარადგიმა, როგორც მუდმივი და განუმეორებელი დინამიზმი, რომელიც მომავალის პერსქპექტივით, დროის დიდი სურათით ხელმძღვანელობს, ამიტომ შეძლეს მათ ყველანაირი ფაშიზმისა და კომუნიზმის, ავტოკრატიებისა და იმპერიალიზმის გადალახვა, ამიტომაა ის ინდივიდის თავისუფლებასა და თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული, ამიტომაა აქ ხელისუფლება დროში შეზღუდული და ცვალებადი, ამიტომ მოახერხეს მათ ისეთი თანამეგობრობის შექმნა, რომლის წევრები ერთნამეთს სივცრისთვის არ ეომებიან

ნახეთ, რამდენს წერენ რუსი ფსევდოინტელქტუალები, ათასნაირი გეოპოლიტიკოსები და თეოპოლიტიკოსები რუსეთზე, როგორც სივრცის ცივილიზაციაზე, რუსულ დიდ და წმინდა მიწაზე, სივრცის დიად იმპერიაზე, მიწების მუდმივი შემოკრებაზე, როგორც სასციცოცხლო აუცილებლობაზე. რუსეთმა, დასავლეთისგან განსხვავებით, პირიქით – სირვცესა და წარსულისკენ მიმართულ აწმყოში ჩაიკეტა თავი და საბოლოოდ, როგორც ჩანს, ბიზანტიასავით გაინადგურებს კიდეც თავის იმეპრიულ სხეულს.

წყარო: ბექა მინდიაშვილი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *