რას ეძებ?

სიახლეები ხელოვნება

ერთი გრძნობა — ათასი სიკეთე

გიორგი გამზარდია: ერთი გრძნობა — ათასი სიკეთე

ხელოვნება ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმაა. ფერების, ფორმებისა და შემოქმედებითი ხედვის საშუალებით შესაძლებელია ისეთი ემოციებისა და იდეების გადმოცემა, რომელთა სიტყვებით აღწერა ხშირად რთულია. ახალგაზრდა მხატვრის სურვილია, საკუთარი შემოქმედებით არა მხოლოდ ესაუბროს საზოგადოებას, არამედ კონკრეტული ნაბიჯიც გადადგას იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთა ისტორიებსაც ხშირად საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ.

გიორგი გამზარდია: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალის დატოვებას ახერხებენ. ადამიანები, რომელთა გაცნობაც გვცვლის, გვაფიქრებს და გვასწავლის, რომ სამყაროს სხვაგვარად შევხედოთ. ზოგჯერ სწორედ ერთი ადამიანის არსებობა ხდება იმ დიდი საქმის დასაწყისი, რომელსაც მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არსებობს. ადამიანი, რომლის მიმართაც ჩემი გრძნობები არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივი. მან ჩემში ისეთი ემოციები გააღვიძა, რომლებმაც დამაფიქრა სიყვარულის ნამდვილ მნიშვნელობაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს მაშინ, როდესაც გულით რაღაცის შექმნა სურს და თუ ოდესმე ამ ყველაფერს ის ადამიანიც წაიკითხავს, ვინც ჩემი ინსპირაცია გახდა, მინდა, ერთი რამ იცოდეს: მისმა არსებობამ ჩემში დატოვა გრძნობა, რომელმაც სიკეთის კეთების სურვილი გამიჩინა. ამისთვის კი მადლიერება ყოველთვის შემიძლია ვიგრძნო.

ეს იქნება დღე, როდესაც ხელოვნება, ადამიანური თანაგრძნობა და სიყვარულით შთაგონებული კეთილი განზრახვა ერთ სივრცეში გაერთიანდება. რადგან ზოგჯერ სიყვარული ყველაზე ლამაზად სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც ის მხოლოდ სიტყვებად არ რჩება და სხვისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის სურვილად იქცევა.

გამოფენა ჩატარდება 18 აპრილს, 15:00 სთ, ნინოშვილის ქ. №55-ში, საგამოფენო დარბაზის III სართულზე.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა