რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ევერესტი: დედამიწის უმაღლესი მწვერვალი

ევერესტი

ტიბეტში ჯომოლუნგმას (“მიწის დედა ქალღმერთი“), ხოლო ნეპალში საგარმატჰას („ცის ქლღმერთი“) სახელით ცნობილი დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჰიმალაის მთებში ზღვის დონიდან 8 848 მეტრზე მდებარეობს. ბუდისტებისთვის წმინდა მთა, სადაც მათი ორი მნიშვნელოვანი მონასტერი დგას, უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს მთასვლელებს.

ჰიმალაის მთაგრეხილი 50 მილიონი წლის წინათ წარმოიქმნა, როცა ხმელეთის მასა, სადაც დღეს ინდოეთია, ევრაზიის კონტინენტს წელიწადში 10 სანტიმეტრის სიჩქრით შეეჯახა. სანამ სუბკონტინენტი ზემოთ მიიკვლევდა გზას, მილიონობით წლის განმავლობაში დედამიწის ქერქს ქვემოდან მომავალი გიგანტური წნევის ძალამ ხმელეთის დიდი მასა მაღლა ასწია. შედეგად მივიღეთ მთათა სისტემა, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ უმაღლეს მწვერვალს მოიცავს. ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე ყველაზე მაღალი მწვერვალია ევერესტი. ვინაიდან ჰიმალაის ქედის წარმომქმნელი პროცესი კვლავაც გრძელდება, ევერესტი წელიწადში 4 მილიმეტრით განაგრძობს ზრდას.

ჰიმალაის უმაღლესი მწვერვალი მთელს მსოფლიოში ევერესტის სახელითაა ცნობილი. ეს სახელი კი 1830-1843 წლებში ბრიტანეთის ინდოეთის მთავარი გეოდეზისტის, პოლკოვნიკ სერ ჯორჯ ივრისტის (ევერესტის) პატივსაცემად ეწოდა. როცა ბრიტანელებმა პირველად სცადეს მწვერვალის სიმაღლის დადგენა, „მწვერვალი 15“ შეარქვეს. მათი სამეცნიერო გაზომვა 1847 წელს ენდრიუ ვას ბრძანებით ჯეიმს ნიკოლსონმა შეძლო. 160 კილომეტრის სიშორიდან თეოდოლიტის მეშვეობით გამოთვალა, რომ ევერესტის სიმაღლე 9200 მეტრი იყო.

თუმცა, მოგვიანებით ეს მონაცემი გადაამოწმეს და დააზუსტეს. მხოლოდ 1856 წელს დაასახელეს უფრო ზუსტი რიცხვი: 8 840 მეტრი. გეოდეზიური ჯგუფის პოლიტიკა იყო, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ადგილობრივი სახელები დაეტოვებინათ. მაგრამ ვინაიდან არც ტიბეტელები და არც ნეპალელები საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ, მთის ადგილობრივი სახელწოდება ვერ დაადგინეს. ამიტომ ენდრიუ ვამ მთას წინამორბედის სახელი უწოდა ივრისტის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ ეს სახელი მიიღო გეოგრაფიის სამეფო საზოგადოებამ.

მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობის პრივილეგია ევერესტთან წლების განმავლობაში მრავალ მთასვლელს იზიდავდა. 1920-იან წლებში რამდენიმე წარუმატებელმა მცდელობამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, ადგილობრივი მებარგულებისა და გამოჩენილი ალპინისტების, ჯორჯ მელორისა და ენდრიუ ერვაინის. 1953 წლის 29 მაისს მწვერვალი სერ ედმუნდ ჰილარიმ და თენგიზ ნორგიამ დაიპყრეს. მას შემდეგ 4000-ზე მეტი კაცი და ქალი ავიდა ევერესტის კალთებზე: 13 წლის ჯორდან რომეროთი დაწყებული, 76 წლის მინ ბაჰადურ შერხანით დამთავრებული, რომელმაც მწვერვალი 2008 წელს დაიპყრო.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *