იან სობესკი – გარდამტეხი ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ
1683 წლის 31 მარტი იდგა ქრისტესშობიდან. ქალაქ ვენაში შონბრუნის სასახლეში ავსტრიის იმპერატორ ლეოპოლდ I ოსმალთა ელჩი ეახლა, რომელმაც სულთან მეჰმედ IV წერილი გადასცა, სადაც ეწერა რომ სულთანი ომს უცხადებდა ავსტრიის იმპერიას.
თურქები ამ დიდი ლაშქრობისთვის 1682 წლის აგვისტოდან ემზადებოდნენ. 1683 წლის 1 აპრილს ქალაქ ედირნედან (ადრიანოპოლი) დაიძრა უზარმაზარი 140 ათასიანი თურქული არმია. გზაში მათ 40 ათასი ყირიმელი თათარი და 20 ათასი უნგრელი კოლაბორაციონისტი შეუერთდა იმრე ტეკელის მეთაურობით. არმიას დიდი ვეზირი კარა-მუსტაფა ფაშა ხელმძღვანელობდა.
ავსტრიის იმპერატორმა ლეოპოლდ პირველმა სცადა ოსმალთა არმიის გაჩერება ვენიდან 40 კმ , მაგრამ მძიმედ დამარცხა და ლინცისკენ დაიხია უკან.
1683 წლის 14 ივლისს 200 ათასიანი ოსმალური არმია ვენას მიადგა. ქალაქს 15000 კარგად შეირაღებული გარნიზონი და 5000 მოხალისე იცავდა. ქალაქს 312 ქვემეხი ჰქონდა რომელსაც პროფესიონალი არტილერისტები ემსახურებოდნენ.
ვენის კომენდანტმა გრაფმა ერნსტ რუდიგერმა კატეგორიული უარი თქვა კაპიტულაციაზე. თურქებს სხვა გზა არ ქონდათ და ალყა დაიწყეს. ვენის დამცველებმა 20 დიდი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ 1 სექტემბრისთვის თურქებმა შეძლეს ქალაქის წყლით მომარაგების გადაკეტვა, ამავე დროს აღკვეთეს გარედან სურსათის შეტანის მცდელობები. სიტუაცია სავალალო იყო, ქალაქი პრაქტიკულად შიმშილობდა. თითქოსდა ვენა განწირული იყო.
მაგრამ დახმარება მოვიდა იქიდან საიდანაც არავინ ელოდა. პოლონეთის მეფემ იან სობესკიმ შეკრა კავშირი ბავარიელებთან, ჩეხებთან, საქსონიელებთან, ზაპოროჟიელ კაზაკებთან და 85 ათასიანი არმიით დაიძრა ვენის დასახსნელად, რომელთაგან 25000 ცნობილი პოლონელი მფრინავი ჰუსარები იყვნენ.
1683 წლის 12 სექტემბერს დილის 4 საათზე იან სობესკიმ იერიში დაიწყო. პირველი შეტევა ჰუსარებმა დაიწყეს. მათ გადათელეს მათ შესაჩერებლად გამოგზანილი ყირიმელი თათრები, ამის შემდეგ კი მათ უშუალოდ ძირითად ოსმალურ ბანაკს დაარტყეს, ქალაქიდან კონტრშეტევა გმირულად მებრძოლმა გარნიზონმა დაიწყო. ოსმალებმა გაძალიანება სცადეს და თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება, მაგრამ სობესკიმ საქმეში დარჩენილი 60 ათასი ქვეითი ჩართო. ბრძოლა 12 საათი გაგრძელდა რის შემდეგ ოსმალთა არმია მოიშალა და უკანმოუხედავად გაქცევა დაიწყო. დევნის ოპერაცია კიდევ 5 საათი გაგრძელდა. თურქული არმია პირწმინდად განადგურდა, მოკავშირეებმა კი სოაცარი ტრიუმფი იზეიმეს. იმავე საღამოს ქრისტიანებმა დიდი სამადლობელი წირვა გადაიხადეს და სწორედ აქ თქვა იან სობესკიმ ლეგენდარული ფრაზა. “ჩვენ მოვედით, ჩვენ ვნახეთ, ღმერთმა გაიმარჯვა!”
მოპოვებული გამარჯვება გარდამტეხი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ოსმალეთს არასდროს უცდია ევროპის დაპყრობა, მეტიც მათი ოკუპაციისგან განთავისუფლდა უნგრეთი, დასავლეთ უკრაინა და დაიწყო ბალკანეთის განთავისუფლება.
ასეთ დასრულდა ეს ბრძოლა ვენა გადარჩა, ევროპაც გადაურჩა ოსმალთა შემოსევას და ტერორს. ამ საოცარი გამარჯვების შემოქმედი და ნამდვილი გმირი იყო რეჩ პოსპოლიტაიას ლეგენდარული ხელმწიფე იან სობესკი. სამწუხაროდ გავა 100 წელი და ავსტრიის იმპერია და გერმანია უდიდეს სირცხვილს ჭამენ. ისინი მუხანათურად რუსეთის იმპერაისთან ერთად გაიყოფენ და გაანადგურებენ იმ სახელმწიფოს, რომელსაც თავის დროზე ისინი ორივე გადაარჩინა.
მაგრამ მიუხედავად ამ საშინელი მოქმედებისა, ამან პოლონელების გმირობა ვერ წაშალა. მსოფლიოს ისტორიას შემორჩნა იან სობესკის და მისი ლაშქრის საოცარი გმირობა და ამბავი თუ როგორ გადაარჩინეს მათ ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, ბარბაროსთა მიერ წაბილვისაგან და განადგურებისგან!