გილგამეში – ურუქის მეფე

გილგამეში შუმერული ქალაქ-სახელმწიფოს ურუქის მეფე იყო, რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ. 2900-2700 წლების შუალედში. სახელი გილგამეში მისი აქადური ფორმაა, ხოლო შუმერულად მას უნდა რქმეოდა “პაბილგა-მეში”(პაბილგა ნიშნავდა წინაპარს, ხოლო მეში გმირს).
გილგამეშის მეფობის პერიოდად ასევე განიხილება ძვ.წ. 27-ე საუკუნე, თუმცა მასზე დაწერილი ეპოსის გამო, რომელიც ძვ.წ. 2700 წელსაა მიკუთვნებული, მისი მეფობის პერიოდი, უფრო ადრეა გადაწეული(ძვ.წ. 2900-2700 წლების შუალედი). მისი თანამედროვეობის გამოსახულება არაა შემორჩენილი, თუმცა არსებობს ნეო-ასურეთის იმპერიის დროინდელი გამოსახულება, სადაც იგი გამოსახულია აზიური ლომითა და გველით ხელში. ასევე აღმოჩენილია ადამიანის გამოსახულება ლომებს შორის, რომელიც მიჩნეულია გილგამეშის გამოსახულებად და მიეკუთვნება ძვ.წ. 2600–2370 წლების პერიოდს.
გილგამეში ერთ-ერთი იშვიათი მეფეა ძვ.წ. ნე-3 ათასწლეულიდან, რომელზეც ვრცლადაა გადმოცემული ტექსტებში. მასზე შემორჩენილია ეპოსი, რომელიც მიიჩნევა უძველეს წიგნად კაცობრიობის ისტორიაში. გილგამეშის ეპოსის აქადური ვერსია, სავარაუდოდ მრავალი შუმერული თქმულების შედეგად უნდა ყოფილიყო შექმნილი, რომელიც მრავლად არსებობდა ჯერ კიდევ აქადის იმპერიის პერიოდში.
ეპოსის ორი ვერსიაა აღმოჩენილი. აქედან მე-2 აშურბანიფალის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა. ორივე ვერსიას აკლდა ფირფიტები, თუმცა მე-2 ვერსიიდან აღმოჩენილმა ფირფიტებმა, ნაწილობრივ შეავსეს პირველი ვერსიის ნაკლული ნაწილები. გილგამეშის ეპოსი ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა ქართველმა აღმოსავლეთმცოდნემ მიხაკო წერეთელმა და მას ქართულად უწოდა “გილგამეშიანი”.