რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საქართველო

გიორგი მეორე, დიდი თურქობა და საქართველოს ბედი

გიორგი მეორე, დიდი თურქობა და საქართველოს ბედი.

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

გიორგი მეორე (1035 -1112), ერთიანი საქართველოს მეფე 1072 -1079 წლებში – გიორგის მეფობა არ იყო წარმატებული ჩვენს ისტორიაში, მეტიც მისი მმართველობისას სრული კატასტროფის წინაშე დავდექით “დიდი თურქობის” შედეგად! მაგრამ რამდენად გასაოცრად არ უნდა ჟღერდეს ეს ადამიანი იმსახურებს დიდ პატივისცემას, მას არ ძულდა საკუთარი სამშობლო, პირიქით, უბრალოდ ვერ გამოდგა ნორმალური ხელმწიფე.

გიორგი როცა გამეფდა თურქული ურდოები კავკასიაში ღრმად იყვნენ შეჭრილი. გიორგი მშიშარა კაცი არ იყო. 1074 წელს დიდი თურქული 50 ათასიანი არმია შემოესია აღმოსავლეთ საქართველოს. გიორგი 25 ათასიანი არმიით გადაუდგა ფარცხისთან. დიდი ბრძოლა გაიმართა რომელიც თურქთა განადგურებით დასრულდა.

მიუხედავად ამისა საფრთხე რა თქმა უნდა მოხსნილი არ იყო. ქვეყნის ერთ მუშტად შეკვრა იყო საჭირო ამ თურქული ტალღის გასაჩერებლად, მაგრამ გიორგიმ ეს ვერ შეძლო. დაიწყო ფეოდალთა აჯანყებები. კახეთ-ჰერეთი აჯანყდა, აჯანყდნენ ბაღვაშები, აბულეთისძეები და ა.შ. გიორგის სთავაზობდნენ ყველანი სიკვდილით დაესაჯა. აქ გამოჩნდა კიდევ ერთი დეტალი. ის საოცრად ჰუმანური კაცი იყო. ის ცდილობდა საჩუქრებით და მოლაპარეკებებით მშვიდობა და ერთიანობა შეენარჩუნებინა, მაგრამ მის ამ გულკეთილობას, ფეოდალები ანარქიის და ქაოსის გასაღრმავებლად და ცენტრალური ხელისუფლების დასასუსტებლად იყენებდნენ.

1080 წელს კი 100000 თურქული არმია საქართველოში შემოიჭრა ცეცხლითა მახვილით. ყველის ციხესთან გიორგი გადაეღობა თურქულ ურდოს, მაგრამ სამწუხაროდ პირწმინდად დამარცხდა. ამის შემდეგ დაიწყო – “დიდი თურქობა” – ისინი მთელ ქვეყანას მოედვნენ. გიორგიმ ახალი არმიის შეკრება სცადა, მაგრამ ფეოდალთა ნახევარი საერთოდ არ გამოცხადდა თავიანთი ჯარებით. თურქებმა კი გეგმაზომიერად დაიწყეს მიწასთან ყველაფრის გასწორება. კახეთ-ჰერეთი უბრძოლველად ჩააბარა აღსართანმა რომელიც მართავდა იქაურობას, სულ ფეხები დაუკოცნა მალიქ -შახს. მაგრამ აოხრებას ამან იქაურობა ვერ გადაარჩინა, თურქებმა დედა ბუდიანად გადაწვეს და ააოხრეს ყველაფერი, მაგრამ ეს აღსართანს მაგრა ეკიდა, მას კახეთ-ჰერეთის მეფობა უბოძეს ვასალიტეტის პირობით. თურქული შეტევა სამი წელი გაგრძელდა. ამ დროს განმავლობაში თურქებმა მიწასთან გაასწორეს აღმოსავლეთ საქართველო, ტაო-კლარჯეთი, ბასიანი, ისპირი, ჭანეთი. გადაწვეს ქუთაისი და ოდიში. მეფე გიორგი დიოსკურიაში გაიქცა.

გიორგი მეფე ხედავდა რა დღეში იყო ქვეყანა და სიცოცხლის რისკის ფასად გადაწყვიტა როგორმე შეეჩერებინა თურქები. ის პირადად ეახლა მალიქ-შაჰს, ფეხებში ჩაუვარდა, აღიარა მისი უზენაესობა, დიდი ხარკიც იკისრა, ოღონდ სთხოვა, მასობრივი ტერორი შეწყვეტილიყო. როგირც წერია წყაროებში მალიქ შაჰმა შეიწყალა მისი თხოვნა და მასობრივი ტერორის და ხოცვა-ჟლეტვის შეჩერება ბრძანა. ამის შემდეგ გიორგი უკან ბრუნდება. რამოდენიმე წელი ქვეყანაში მართლა შეწყდა თურქთა მასობრივი ტერორი. 1087 წლიდან ისევ იწყება მარბიელი ლაშქრობები, უარესიც, კიდევ ჩამოსახლებაც დაიწყეს. 1088 წელს ამას ემატება საშინელი მიწისძვრა.

გიორგი მეორე (გიორგი II) და მალიქ-შაჰი

მერე კი დგება 1089 წელი. გიორგი ხედავს რომ მისი მმართველობა იქცა ქვეყნისთვის სრულ კატასტროფად. ასევე ის ხედავს რომ მას წამოეზარდა მისი მეგობრის გიორგი ჭყონდიდელის მიერ აღზრდილი შვილი დავითი, რომელიც 16 წლისაა და რომელზეც ეუბნებიან რომ ის საოცარი ნიჭის და ერუდიციის პატრონია. აქ კი გიორგი იღებს გადაწყვეტილებას რომელიც მეფეთა ცხოვრებაში უნიკალურია , რადგან თავისი ნებით იშვიათია რომელიმე მონარქს, მითუმეტეს შუა საუკუნეებში ტახტი დაეტოვებინოს. მან ეს გააკეთა და დაუთმო გზა თავის შვილს. ბევრი სპეკულიაცია და პოპულისტური აზრი არსებობს რომ ეს გამორიცხულიაო, ალბათ ძალით გადააყენესო, მაგრამ ამის არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი ან დოკუმენტაცია არ არსებობს, მაგრამ საპირისპიროსი კი. ის რომ გიორგი არავის არსად ამოუკეტავს, არც აიძულეს რაიმეს გაკეთება, პირიქით საპატიო მეფის ტიტულს ატარებდა და მშვიდად აღესრულა 77 წლის ასაკში 1112 წელს. დაკრძალეს გელათში დიდი პატივით!

შეიძლება ითქვას, გიორგი არ იყო წარმატებული მმართველი, მეტიც მისი მმართველობა აბსოლუტური კატასტროფა იყო, მაგრამ ბუნებით ეს კაცი იყო საოცრად ღირსეული, ჰუმანური და საკუთარი ერის და ქვეყნის მოყვარული ადამიანი და აი რატომ: როცა საჭირო გახდა, საკუთარი ხალხის გადასარჩენად მან უყოყმანოდ გარისკა საკუთარი სიცოცხლე როცა ეახლა მალიქ-შაჰს, არავინ იცოდა რას იზამდა ეგ გიჟი და მერე კი საკუთარი ხალხის გენოციდი რომ შეეჩერებინა საოცრად დაიმცირა თავი და ამის ხარჯზე შეაჩერა ეს პროცესი. ამის შემდეგ როცა მიხვდა რომ მისი მეფობა იყო სრული კოლაფსი, მაგრამ გვერდით იყო ადამიანი რომელზეც ეუბნებოდნენ რომ მას შეუძლია ყველაფრის შეცვლა, აქაც საოცრად კეთილშობილურად და ღირსეულად მოიქცა, არ ჩაბღაუჭებია ძალაუფლებას, არამედ ადგა და დათმო, წავიდა მშვიდობიანად და გზა დაულოცა დავითს როგორც ახალ მეფეს! სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ სრულიად შეიცვალა საქართველოს და კავკასიის ბედი, რასაც მალე ოქროს ხანის დაწყება მოჰყვა! ნათქვამია: “დროულად წასვლაც უდიდესი გმირობააო!”

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს დიდ პატიცისცემას და დაფასებას. მან როგორც მეფემ ვერ უპატრონა ქვეყანას, მაგრამ თავისი გადაწყვეტილებით გზა გაუხსნა მშვიდობისკენ და დიდებისკენ!

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *