რას ეძებ?

ისტორია საქართველო

გიორგი სააკაძის მანევრული ომი ოსმალების წინააღმდეგ

გიორგი სააკაძის მანევრული ომი ოსმალების წინააღმდეგ

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

ქრისტეშობიდან 1609 წელი იდგა. ოსმალებმა გადაწყვიყეს ქართლი ერთხელ და სამუდამოდ ექციათ ოსმალურ პროვინციად. ამისთვის ოსმალთა სულთანმა ახმედ პირველმა 40 ათასიანი არმია გამოაგზავნა, სადაც მხოლოდ ელიტური ნაწილები შედიოდნენ.

1609 წლის ივნისში ოსმალები საქმეს შეუდგნენ და ქართლში შეიჭრნენ ცეცხლით და მახვილით. გზაზე ყველაფერს წვავდნენ და ანადგურებდნენ და ასე მივიდნენ მანგლისამდე. აქ დაიჭირეს ერთი მამაო თევდორე კვეთელი. მას მოსთხოვეს ეჩვენებინა გზა სოფელ ცხირეთისაკენ სადაც დაზვერვის მონაცემებით იყო ლუარსაბ მეორე. მეფე მართლაც იქ იყო, მაგრამ მამაომ თავი გაწირა და მტერს არ მისცა ლუარსაბ მეორის დატყვევების საშუალება. მან ოსმალთა არმია სულ სხვა გზით წაიყვანა.

პარალელურად რათქმაუნდა ლუარსაბ მეორისთვისაც ცნობილი გახდა შემოჭრის ამბაბი. ქართლის თავადთა უმეტესობა დანებებას და სულტანთან უკეთესი პირობებზე ვაჭრობას სთავაზობდა. რეალურად თათბირზე მხოლოდ ორმა ადამიანმა მოითხოვა ომი გიორგი სააკაძემ და ზაზა ციციშვილმა. გიორგი ამბობდა რომ უნდა ებრძოლათ და ეცადათ გამარჯვება მოეპოვებინათ. როგორც მემატიანეს უწერია ბევრი მას “გიჟს” ეძახდა, მაგრამ გიორგი დაპირდა მეფეს რომ გაიმარჯვებდა თუ მისცემდნენ მოქმედების თავისუფლებას. ლუარსაბი დათანხმდა და არმიის ერთპიროვნულ მეთაურად დანიშნა.

გიორგიმ უმოკლეს დროში შეკრიბა 10000 კაციანი არმია და მოქმედება დაიწყო. ქალები და ბავშვები მთებში გახიზნეს.

გიორგი სააკაძემ მანევრული ომი გაუმართა ოსმალებს. ის ჯერ მანგლისთან გამოჩნდა, მერე დაიხია სოფელ ნიაბისკენ, (დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) ბოლოს შემოვლითი გზით შემოუარა მოწინააღმდეგეს და სხერტის ჭალაზე ოსმალთა ავანგარდი გაანადგურა. ოსმალთა ჯარის მეთაურმა ფერად ფაშამ ჯარი გორისკენ დაძრა, მაგრამ მდინარე მტკვარზე გიორგის ბრძანებით ხიდი განადგურებულ იქნა, გარშემო კი ყველაფერი ცეცხლის ალში გახვიეს. ფერად ფაშამ გადაწტვიტა ახალციხისკენ უკან დაეხია, იქ არმია დაესვენებინა და მერე ახლიდან შემოეტია. ის ხაშურისკენ წავიდა, სოფელ ბრბონასთან იპოვა მტკვარზე გადასასვლელი ბილიკი და დროებით ბანაკი სოფელ ტაშისკარში მოაწყო. გიორგი სააკაძემ ყველაფერი იცოდა რას აკეთებდა მოწინააღმდეგე ბრწყინვალედ ამუშავებული ჯაშუშთა ქსელის მიხედვით.

მისი ბრძანებით სოფელ ტაშისკარიდან ახალციხისკენ მიმავალი ხიდი ააფეთქეს. მერე კი 1609 წლის 16 ივნისს დილაადრიან მან გენერალური შეტევა დაიწყო ოსმალთა არმიაზე. შეტევა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის. ბრძოლა თავიდანვე ქართლელთა უპირარესობით წარიმართა. გიორგი სააკაძემ ფერად ფაშას არმიის გადაწყობის საშუალება არ მისცა. თურქული არმია პირწმინდად განადგურდა. 30 ათასი ოსმალო ბრძოლის ველზე დარჩა, მათ შორის იყო თავმოკვეთილი ფერად ფაშა. გიორგი სააკაძემ აბსოლუტური ტრიუმფი იზეიმა. გადმოცემის მიხედვით სწორედ მაშინ შეარქვა ხალხმა სიყვარულით “დიდი მოურავი”.

ასე დასრულდა ეს ომი. გიორგი სააკაძემ გამოავლინა თავისი გენიალური სამხედრო და ორგანიზაციული ნიჭი! იწყებოდა დიდი მოურავის ლეგენდარული ეპოქა. ასეთი მაშტაბის და სიდიადის მქონე ფიგურა, აღმოსავლეთ საქართველოს ბოლო 500 წელიწადში ბევრი არ ყავდა. სამწუხაროა რომ მან რაც ჩაფიქრებული ჰქონდა ყველაფერი ვერ განახორციელა, შიდა ღალატის და გამცემლობის გამო, თორემ მთლიანად ამ ქვეყნის ბედი ბევრად უკეთესი გზით წავიდოდა!

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *