რას ეძებ?

გართობა რელიგია საინტერესო

ჰელოუინი – პოპულარული დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები

ჰელოუინი

ჰელოუინი, ესაა დღესასწაული, რომლის ფესვები მოდის საუკუნეთა სიღრმეებიდან და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს. მას კათოლიკური სამყარო 31 ოქტომბრის ღამეს აღნიშნავს. ძველი კელტების ეს დღესასწაული ძირითადად აშშ-ში და კანადაში აღინიშნებოდა, რომლის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი მიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. თუმცა ბოლო წლებში იგი პოპულარული გახდა ევროპის და აზიის ბევრ ქვეყანაში. დღეს ის აღინიშნება ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, პუერტო-რიკოში, ირლანდიაში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში.

როგორც ავღნიშნეთ, ჰელოუინის ფესვები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში. კელტი ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ დღევანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე, წელიწადს ორ ნაწილად ყოფდნენ – ზაფხული და ზამთარი. მათთვის 31 ოქტომბერი წლის ბოლო დღედ ითვლებოდა. ასევე, ეს დღე აღნიშნავდა მოსავლის აღების დასრულებას და გადასვლას ახალ – ზამთრის დროში.

ეს იყო დღე, როდესაც იწყებოდა კელტების ზამთარი. ახალ წელს, ანუ 31 ოქტომბერს, ღამით, კელტების რწმენით, იღებოდა ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე, ხოლო იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. ამ ღამეს კელტები უწოდებდნენ სამჰეინს. ტრადიციის მიხედვით, ამ ღამეს კელტები აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცის ტყავს, რომ არ გამხდარიყვნენ მოჩვენებებისა და მკვდარი სულების მსხვერპლი და დაეფრთხოთ მომხვდურები.

შემდგომ იკრიბებოდნენ დრუიდების მიერ გაჩაღებულ დიდ კოცონთან და მსხვერპლს წირავდნენ სხვადასხვა ცხოველებს, ხოლო სახლთან ახლოს ტოვებდნენ საკვებს სულებისათვის. მსხვერპლშეწირვის შემდეგ, კოცონიდან იღებდნენ წმინდა ცეცხლს და მიჰქონდათ სახლში. დღესასწაულის სიმბოლო გოგრა იყო, რომელიც აღნიშნავდა მოსავლის დაბინავებას, ასევე აფრთხობდა ბოროტ სულებსა და მოჩვენებებს მასში ანთებული ცეცხლით. სწორედ ამ ტრადიციამ სამაინის კოსტუმირებას დაუდო სათავე, რომლის მიზანი ბოროტი სულების შეშინება და მოტყუება იყო და არა მათი თაყვანისცემა.

დროთა განმავლობაში ჰელოუინმა სახეცვლილება განიცადა. 609 წელს რომის პაპმა, ბონიფაცი IV-მ 1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღედ გამოაცხადა. სვარაუდოდ ეს შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ, მაგრამ თარიღების დამთხვევამ შემდგომი გავლენა იქონია ჰელოუინის ბედზეც. დროთა განმავლობაში ჰოლოუინმა მიიღო სახელწოდება All Hallows Even, რაც ნიშნავს „მესა ყველა წმინდანისა“. საბოლოოდ კი შემოკლდა და Halloween დაერქვა. ამგვარად შეერწყა ერთმანეთს ეკლესიური და სახალხო დღესასწაულები.

აშშ-ში ჰელოუინის მთავარი ატრიბუტებია გოგრა (Jack‑o‑lanterns) და სამოწყალო ტკბილეული (Trik or trak „გაგვიმასპინძლდი, თორემ ინანებ“). ეს არის ახალგაზრდების საყვარელი დღესასწაული, ისინი გამოეწყობიან საშიშ ტანსაცმელში და დიდებს აშინებენ, დადიან კარდაკარ და ითხოვენ ტკბილეულს, აწყობენ კოსტუმირებულ წვეულებებს. ასევე ტრადიციად იქცა ე.წ. „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, თხრობა საზარელი ისტორიების და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღესასწაულს ამერიკელები საუკუნეების მანძილზე აღნიშნავენ, ის არ ითვლება ოფიციალურ დღესასწაულად. თუმცა ეს არ უშლის ხელს მოსახლეობას ხარჯონ უამრავი ფული გოგრებში, სანთლებში, მისალოც ბარათებსა თუ საკარნავალო ტანსაცლმელში.

თანამედროვე ჰელოუინი, რომელიც რელიგიური შინაარსისგან დაცლილია და ძირითადად საკარნავალო გართობის სახეს ატარებს, ბოლო პერიოდში საქართველოშიც პოპულარული გახდა. ვრცელდება შეხედულება, რომ თითქოს ამ დღესასწაულით ცდილობენ შემოიტანონ ქართულ, და არა მხოლოდ, კულტურაში წარმართული ელემენტები. სინამდვილეში კი ჰელოუინი და მისი საკარნავალო კოსტუმირება სწორედ რომ ბნელი ძალების დასაფრთხობად იყო გამიზნული, ისევე, როგორც მაგალითად ქართული ჭიაკოკონობა ან ბერიკაობა.

მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა საქართველოში სულ უფრო ხშირად ეწყობა სხვადასხვა კოსტუმირებული საღამოები და წვეულებები ჰელოუნის დღის აღსანიშნავად. მაგალითისთვის, ბათუმის ერთ-ერთი დაწესებულება, კაფე-ბარი Fazenda, რომელიც ბათუმელი ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილია. აქ ტრადიციად იქცა ყოველ წელს ჰელოუინის კოსტუმირებული დღესასწაულის გამართვა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *