რას ეძებ?

საზოგადოება სხვა

ჰოლანდია – ყველაზე საინტერესო მაგალითი საქართველოსთვის

ჰოლანდია - ყველაზე საინტერესო მაგალითი სქართველოსთვის

ჰოლანდია – ყველაზე საინტერესო მაგალითი საქართველოსთვის. 2018 წელს სოფლის მეურნეობიდან მიიღო თითქმის 100 მლრდ. ევროს შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიით ჰოლანდია საქართველოზე უფრო პატარაა, მას სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტში მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია (აშშ-ის შემდეგ). ყველაზე მეტად საექსპორტო პროდუქციიდან გადის ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები.

შეიძლება ითქვას, ჰოლანდიური საიდუმლო სწორ აგრარულ პოლიტიკაშია, რომელსაც უპირველესად აყალიბებენ მეცნიერები და ექსპერტები, და არა სამეტყველო ჟანრის პროფესიონალები პარლამენტში. ჰოლანდიაში ფუნქციონირებს ვაგენინგენის უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობდა ევროპის პრაქტიკულად მთელი „აგრარული ელიტა“. სწორედ უნივერსიტეტების წიაღიდან დაიწყო ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის განვითარება.

2000 წლიდან ჰოლანდიელი ფერმერები პესტიციდებს თითქმის არ იყენებენ. 2009 წლიდან კი ანტიბიოკიტების გამოყენება შეამცირეს 60%-ით.

ჰოლანდიაში აგრარულ სფეროს უკავია მშპ-ს 10%, რომელშიც დასაქმებულია 660 ათასი ადამიანი. ჰოლანდიელი ფერმერები ევროპის სხვა ფერმერებთან შედარებით 1 ჰექტარზე საშუალოდ 2,5-ჯერ მეტ საკვებ პროდუქტს აწარმოებენ. სწორედ მათი წყალობით, აღნიშნულ სფეროში ჰოლანდიას უკავია მსოფლიოში მეორე ადგილი (ტერიტორიის გათვალისწინებით კი პირველი).

ამასთან, ჰოლანდიაში ყველაზე ხარისხიანი და ჯანსაღი საკვებია მსოფლიოში. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ ქვეყანაში იყენებენ ყველაზე მეტ ორგანულ სასუქს და უარს ამბობენ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ სოციალური და კულტურული დაგეგმარების სააგენტოს (The Sociaal en Cultureel Planbureau) აზრით, 2020 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 72% არა-რელიგიური ადამიანია.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს