რას ეძებ?

ბუნება სხვა

ქართული ზამბახი / Iridaceae (ზამბახისებრნი)

ქართული ზამბახი / Iridaceae (ზამბახისებრნი)

ქართული ზამბახი (Iris iberica Hoffm) – ულამაზესი, განსაცვიფრებელი, საქართველოს ფლორის მშვენება, ვიწროლოკალური გავრცელების უიშვიათესი ენდემური სახეობა. ქართული ზამბახის სილამაზით აღფრთოვანებულმა ნიკო კეცხოველმა, ყვავილის რთული და ლამაზი აგებულების გამო, იგი „საქორწინოდ მორთულ პატარძალს“ მიამსგავსა.

ყვავილმა ზამბახის სახელწოდება უძველესი საბერძნეთის ქალლმერთის – „ირიდას“ პატივსაცემად მიილო. ცისარტყელადან დედამიწაზე ის გამოგზავნილი ყოფილა ღმერთების მიერ. ამიტომ შესაბამისად „ირისი“ თარგმნილია უძველესი ბერძნული ენიდან და ნიშნავს „ცისარტყელას ყვავილს“. „ირისი“ «ჯერ კიდევ ჩვ.წ-მდე IV საუკუნეში ბერძენმა ექიმმა ,ჰიპოკრატემ უწოდა. შემდგომ მცენარის ეს უძველესი სახელწოდება შვედი მეცნიერ-ბოტანიკოსის კარლ ლინეის მიერ ბოტანიკურ მეცნიერებაში დაკანონდა და შენარჩუნებულია დღემდე.

გავრცელებულია ქართლში, მთის შუა სარტყელში. იზრდება მდელოებზე ბუჩქნარესს შორის, სტეპებსა და ბალახეულობაში. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ფესურიანი, 15-30 სმ-მდე სიმაღლის საყვავილე ღეროთი, ნამგალივით მოხრილი ფოთლებით, ერთეული, მსხვილი ცისარტყელას მსგავსი შერეული ფერების ყვავილით.

ქართული ზამბახი - Iridaceae (ზამბახისებრნი) - Iris iberica Hoffm

აქტიურ ვეგეტაციას იწყებს მარტიდან, ყვავილობს აპრილიდან, ნაყოფმსხმოიარობს ივნისში. ამის შემდგომ კარგავს მიწისზედა ნაწილებს და გადადის ბიოლოგიური მოსვენების ფაზაში სექტემბრამდე. შემდეგ კვლავ ანახლებს ვეგეტაციას. მრავლდება ვეგეტაციურად, ფესურების დაყოფითა და თესლით. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები შიგნიდან ბეწვითაა მოფენილი, მოყვითალო მურა ფერისაა, კიდეებზე მუქი მეწამული, ხოლო ქვემოთ კაშკაშა ლილისფერი ან იისფერი ლაქა აქვს მეწამული ანდა შავი ფრჩხილით.

საბურველის გარეთა ფოთლები მოთეთრო, ოვალური, გადაღუნულია, შიგნით კი იისფერია, მოგრძო ლანცეტა ფორმის, გარეთაზე მოკლე, ექვსწახნაგოვანი, მშრალი ხსნადი კოლოფითა და მრავალი თესლით. ამ იშვიათ სახეობას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფლორის შესწავლისათვის, როგორც გადაშენებად გენოფონდს. გამოყენება შეიძლება მხატვრული კომპოზიციების გასაფორმებლად, მწვანე გაზონებზე დასარგავად, ლაქების შესაქმნელად და სათაიგულედ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა