რას ეძებ?

ბიზნესი საქართველო სიახლეები

ისრაელში დასაქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის

ისრაელში დასაქმება, სამუშაო ისრაელში, დასაქმება საზღვარგარეთ

როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს იუწყება, ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაცია 2021 წლის 12 აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაციის პერიოდი კი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.


ისრაელში დასაქმება შესაძლებელია დამხმარე მუშაკის პოზიციაზე ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში. დასაქმების ხანგრძლივობა კი ერთი წელია. დასაქმებულებისთვის გაიცემა ერთწლიანი ვიზა. ასევე შესაძლებელია ყოველწლიურად ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში.

დამხმარე მუშაკები დასაქმდებიან სამკურნალო დაწესებულებებში, რომელიც ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვისთვისაა განკუთვნილი. დაგეგმილია 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება 2021 წლის განმავლობაში.

დასაქმებულებს ევალებათ ხანდაზმულების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა-პატრონობა. ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება;
  • პაციენტის დახმარება საკვების მიღებაში;
  • პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მაგ: თეთრეულის გამოცვლა, დაბანა, მოწესრიგება);
  • პაციენტთან კომუნიკაცია;
  • პალატის სისუფთავის დაცვა;
  • ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.

სამუშაო განისაზღვრება მუშაობის სრული განაკვეთით – 6 სამუშაო დღე, კვირაში 42 საათი. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა, დამატებით 16 საათი კვირაში, ან მეტი, რომელიც გაზრდილი დროის შესაბამისად ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.

სამუშაო დრო: დასაქმება გულისხმობს მუშაობას სრული განაკვეთით – კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც გაზრდილი დროის შესაბამისად ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.

მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დასაქმების მსურველი:

  • მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული; უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი; ასევე საჭიროა ინგლისური ან რუსული ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე.
  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
  • ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი;
  • ნასამართლეობის არმქონე;
  • ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
  • არასდროს უცხოვრია უნებართვოდ ისრაელში;
  • არ უნდა ჰყავდეს ისრაელში მომუშავე მეუღლე, შვილები, მშობლები;
  • კანდიდატმა უნდა იყოს თანახმა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
  • ისრაელში ჩასვლის შემდეგ კანდიდატი თანახმა უნდა იყოს COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც ისრაელში მოქმედი რეგულაციების თანახმად სავალდებულოა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ. (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).

შერჩევის და დასაქმების პროცედურები:

  • ონლაინ რეგისტრაცია პორტალზე: www.workabroad.moh.gov.ge;
  • კანდიდატთა პირველადი შერჩევა და მონაცემების გადამოწმება;
  • გასაუბრება, რა დროსაც მოხდება ინგლისური და რუსული ენის ცოდნის დონის შეფასება;
  • წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა;
  • შერჩეული კანდიდატების მიერ ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა და სამედიცინო შემოწმების გავლა;
  • კანდიდატების საბოლოო შერჩევა ისრაელის მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის მიერ;
  • შრომითი ხელშეკრულების გაფორმება შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩეული კანდიდატის მიერ გამგზავრებამდე გასაწევი ხარჯები:

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის არ ქონის შემთხვევაში);
  • საფასური სამედიცინო განმოკვლევებისათვის;
  • ისრაელში გამგზავრების ბილეთის საფასური;
  • COVID-19-ზე PCR ტესტის საფასური.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისა, ისრაელში დასაქმებასთან დაკავშირებით, შერჩევისა და დასაქმების არც ერთ ეტაპზე, განმცხადებელი არ გადაიხდის არანაირ საფასურს.

შრომის ანაზღაურება: კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ მცირე 5300 შეკელს (2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1610 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში – 8023 შეკელი (დაახ. 2440 აშშ დოლარი თვეში).

ხელფასის დაბეგვრა და სხვა ხარჯები: საშემოსავლო გადასახადი, სოციალური დაზღვევის გადასახადი, სამედიცინო დაზღვევა, საცხოვრებლის ხარჯი, კომუნალური გადასახადი. აღნიშნული გადასახადებისა და გადასახდელების გადახდის შემდეგ ე.წ. „ხელზე ასაღები“ ხელფასი თვეში იქნება სულ ცოტა 1100 აშშ დოლარი (კვირაში 42 საათის მუშაობის შემთხვევაში), ან 1800 აშშ დოლარი (კვირაში 58 საათის მუშაობის შემთხვევაში).

გარდა ამისა, დამსაქმებელი მიგრანტი მუშაკის სადეპოზიტო ფონდში ყოველთვიურად რიცხავს დარიცხული ხელფასის სულ მცირე 12.5%-ს, რომელიც საქართველოში გამომგზავრების დროს უბრუნდება დასაქმებულს შესაბამისი გადასახდელის (15%) გამოკლებით. სადეპოზიტო თანხა დაახლოებით 2-3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტია და დამოკიდებულია დარიცხული ხელფასის ოდენობაზე. სრული ერთწლიანი დასაქმების შემდეგ მუშაკს აქვს ასევე ერთჯერადი წლიური პრემიის მიღების უფლებაც.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ან დაუკავშირდით ჯანდაცვის ცხელ ხაზს – 1505.


ტეგები: სამუშაო, სამუშაო საზღვარგარეთ, სამუშაო ისრაელში, დასაქმება ისრაელში, დასაქმება საზღვარგარეთ, დასაქმება უცხოეთში, სამსახური უცხოეთში, სამუშაო უცხოეთში, სამსახური საზღვარგარეთ, ბიზნესი, დასაქმება, dasakmeba israelshi, samushao israelshi, dasakmeba sazgvargaret, samsaxuri israelshi, dasakmeba…

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *