რას ეძებ?

საზოგადოება სხვა

ისტერიკა ბავშვებში: როგორ ჩავახშოთ ემოციათა ქარიშხალი?

ისტერიკა ბავშვებში - რჩევები მშობლებს

(ისტერიკა) – სულ რამდენიმე წუთის წინ ბავშვი მხიარულად თამაშობდა, ახლა კი კოპები შეუკრავს და როგორც ჩანს, ისტერიკის მოგირი სეანსისთვის ემზადება. რა უნდა მას? რატომ იქცევა ასე? როგორ ჩავახშოთ ემოციათა ქარიშხალი? უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვისთვის არ არსებობს ცნებები „მერე, ცოტა ხნის შემდეგ, მალე“. მისი სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ვერაფრით გააგებინებთ, რატომ არ შეიძლება სასურველის დაუყონებლივ მიღება.

ტირილი კი მისი ნაცადი იარაღია, რომლის წყალობითაც ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა ბავშს – სათამაშო, კანფეტი თუ უბრალოდ დედის ყურადღება; ისტერიკისთვის უბრალო მიზეზიც საკმარისია. მაგალითად, სეირნობთ ბავშთან ერთად, შეგხვდათ ნაცნობი, რომელსაც მშვიდად ესაუბრებით, ხოლო პატარას, რომელიც ხელზე გექჩებათ და გზის გაგრძელებას გთხოვთ, ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ საკმარისია, ბავშვი ატირდეს, რომ თქვენ მყისვე დაემშვიდობებით ნაცნობს და ყურადღებას ბავშზე გადაიტანთ. ასეთი რეაქციის ისტერიკის განმეორება გარანტირებულია – ბავშვი სწორედ ამგვარად შეეცდება ყველა სურვილის ასრულებას.

ისტერიკის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ბავშვი ვერ ერევა საკუთარ ემოციებს. მშობლის უარმა პატარა შეიძლება გააბრაზოს და რაკი მას ჯერ კიდევ არ შეუძლია გრძნობების მართვა, ისტერიკამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. არცთუ იშვიათად ისტერიკას დაღლილობაც იწვევს. როცა დედა დიდხანს რჩება სტუმრად ან გაუთავებლად დადის მარკეტის რიგებში, პატარა ტირილით გამოხატავს დაღლილობას. დედას კი უკვირს – ის ხომ სტუმრობას და შოპინგს გართობთ აღიქვამს… რასაკვირველია, აქ მშობელია დამნაშავე – უნდა ვიცოდეთ, რომ პატარა ბავშვი ძნელად ეგუება ჩვეული რეჟიმის დარღვევას, ხოლო უცნობი ადგილები და ადამიანები მისთვის მძაფრი ემოციებისა და შთაბეჭდილებების წყაროა.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ისტერიკის საწყის ეტაპზე პატარა ბავშვის შეჩერება ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ ცოცა ემოციები პიკს მიაღწევს, უფროსი უკვე უძლურია. ბავშვი ყვირის, ხელ-ფეხს იქნევს, უფროსებს ურტყამს. თუ საქმე აქამდე მივიდა, ჯობს, პატარა ცოტა ხნით მარტო დავტოვოთ (რასაკვირველია, იმ პირობით, რომ ფარულად ვადევნებთ თვალყურს, რათა თავს საფრთხე არ შეუქმნას) – ასე ის უფრო სწრაფად დამშვიდდება. როცა ემოციათა პირველი ტალღა ჩაივლის, შეიძლება, პატარა ხელში ავიყვანოთ, მოვეფეროთ, წყალი ან კანფეტი შევთავაზოთ, მაგრამ ისტერიკის მიზეზი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევახსენოთ, რათა ის მალე მიეცეს დავიწყებას.

tegebi: isterika, iteriuli, bavshvebi, tirili, sijiute, jiuti, ისტერიკა, მედიცინა, რჩევები

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *