რას ეძებ?

ისტორია მსოფლიო

იტალია-საბერძნეთის ომი

იტალია-საბერძნეთის ომი

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

სტატია ეხება მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ მივიწყებულ ეპიზოდს, იტალია-საბერძნეთის ომს. ეს ომი იყო სრულიად ბენიტო მუსოლინის სინდისზე. მას შემდეგ რაც გერმანიამ დიდ წარმატებას მიაღწია დასავლეთის ფრონტზე 1940 წლის 9 აპრილი -22 ივნისის გრანდიოზული ბრძოლების შედეგად, მუსოლინიმ გადაწყვიტა ყველასათვის ეჩვენებინა იტალიის სიძლიერე, ჯერ დაიპყრო ალბანეთი და მერე მიადგა საბერძნეთს.

1940 წლის ოქტომბრის დასაწყისში იტალიამ ულტიმატუმი წაუყენა საბერძნეთს დანებების შესახებ, რაზეც თვის ბოლოს 28 ოქტომბერს კატეგორიული უარი მიიღო. იმავე დღეს იტალიამ ომი გამოუცხადა ბერძნებს. ძალთა ბალანსი კი შემდეგი იყო:

იტალია:
565000 ადამიანი.
700 საარტილერიო დანადგარი.
463 გამანადგურებელი და მოიერიშე.
250 ტანკი.

საბერძნეთი:
200 ათასი ადამიანი
350 საარტილერიო დანადგარი.
57 გამანადგურებელი
150 ტანკი

იტალიურმა არმიამ ორი მხრიდან შეუტია, ეპირიდან და დასავლეთ მაკედონიიდან. ფრონტის მთელ ხაზზე გააფთრებული ბრძოლები გაჩაღდა. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ბერძნულმა არმია საოცარი თავდადება და გმირობა გამოიჩინა და ორივე მიმართულებაზე შეაჩერა იტალიელთა შეტევა.

1941 წლის იანვარში თვითონ ბერძნები გადავიდნენ შეტევაზე, სასტიკად დაამარცხეს იტალიური არმია და ოკუპირებული ალბანეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს ომი. იტალიურ არმიაში პანიკა დაიწყო და ფრონტი მთლიანად რომ არ მორღვეულიყო მუსოლინის პირადი ჩასვლა გახდა საჭირო. თებერვლისთვის ფრონტის ხაზი დასტაბილურდა, მაგრამ ალბანეთის ნახევარი საბერძნეთის ჯარს განთავისუფლებული ჰქონდა.

ამის შემდგომ იტალიელებმა დამატებით 10 დივიზია გადმოისროლეს და 1941 წლის 9 მარტს ახალი დიდი შეტევა დაიწყეს საბერძნეთის წინააღმდეგ. სასტიკი ბრძოლები 17 მარტამდე გაგრძელდა, მაგრამ მიუხედავად ძალიან დიდი ძალისხმევისა, ბერძნული თავდაცვის პოზიციები მდინარებთან ოსუმი და ვიოსა არ იქნა გარღვეული. მეტიც საბერძნეთის არმია ისევ კონტრშეტევაზე გადავიდა და ისევ გაარღვია იტალიური არმიის პოზიციები. ისინი უკვე ემუქრებოდნენ ტირანას და ალბანეთის მთავარ პორტს ვლერას.

ცხადი გახდა რომ იტალიამ ომი წააგო და იტალიური არმიის გადარჩენა ბალკანეთზე გერმანიამ ითავა, რომელმაც 6 აპრილს ომი გამოუცხადა საბერძნეთს. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა